გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

7 ყველაზე უცნაური ახირება OPEN AIR-ის სტუმარი არტისტებისგან

ე.წ. ”რაიდერი“, იმ მოთხოვნების ჩამონათვალია, რომლებსაც არტისტები მოლაპარაკებების დროს პრომოუტერებს უგზავნიან. მოთხოვნები ძალიან ჭრელი და ხშირად ყველა ლოგიკას მოკლებულია.

მაგალითად, Black Strobe მოითხოვა ლამაზი გოგონები Backstage-ში.

Tricky - მოკრივეს ”მსხალი“.

Placebo - საბავშვო პუდრი და იმ სიმღერების ჩამონათვალის შეთანხმება, რომელიც მანქანაში იქნებოდა ჩართული აეროპორტიდან ჯგუფის წამოყვანისას.

The Tiger Lillies - კონცერტის წარდგენამდე მოკლე წარდგენა  მხოლოდ ამ  ტექსტით: "Ladies and Gentlemen, please welcome… The Tiger Lillies."

Chinawoman - სომხური კონიაკი.

Zemfira - ყვავილებით სავსე ოთახი.

Deep Purple – 4 საუთოებელი მაგიდა და გლუკოზას ნემსები.

Tbilisi Open Air -ს ორგანიზატორები ჰყვებიან, რომ ასეთი მოთხოვნაც კი შეუსრულებიათ: ”არტისტს უნდა დახვდეს M&M’S, შავი ბურთულების გარეშე.“

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა