გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მუსიკა

Hypersonic - ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი

ANCIENT METHODS, BOYD SCHIDT, DITO, HAMATSUKI, HECTOR OAKS, HVL, KVANCHI, , MARCEL DETTMANN, NEBBIERI, OTHR, PHASE FATALE, ROMAN, SOPHIE PHARE, VULKANSKI, YANAMASTE, ZESKNEL - თანამედროვე ტექნო სცენის გავლენიანი და ქართველი მსმენელის ფავორიტი არტისტები ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალის გარშემო ერთიანდებიან.

28 და 29 აგვისტოს, თბილისში დაფუძნებული ორი კლუბის, BASSIANI და KHIDI-ის პატრონაჟითა და კურატორობით ელექტრონული მუსიკის ფესტივალი HYPERSONIC გაიმართება. Hypersonic2020 შავი ზღვის სანაპიროს ისტორიულ ადგილას, ციხისძირში უნდა გამართულიყო, თუმცა უკანასკნელ დღეებში ქობულეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებამ ორგანიზატორებს ლოკაციის ცვლილებისკენ უბიძგა . Hypersonic2020 თბილისში, კუს ტბაზე, Ciskari Garden-ის სივრცეში გაიმართება.

ფესტივალი სოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული და მისი მიზანი გაურკვეველი დროით დახურული კლუბების შენარჩუნებას წარმოადგენს. ფესტივალის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ 2021 წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება, დახურულ სივრცეებში დასაქმებულ პირებს მუშაობის საშუალება მიეცემათ და ფესტივალიც, გეგმის მიხედვით შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.

Hypersonic 2020
Hypersonic | TKT.GE

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა