გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თბილისი

აკაკი წერეთლის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკის გახსნა

აკაკი წერეთლის სახელობის განახლებული ბიბლიოთეკა გამოფენით "გერმანული ფერადი ენაა" გაიხსნა. გამოფენა „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა.

გამოფენა სამასამდე გერმანულენოვან გამოცემას აერთიანებს. მათ შორისაა, მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები და დარგობრივი ლიტერატურა. გარდა ამისა, წარმოდგენილია გერმანული ენის სახელმძღვანელოები, სერია „საუკეთესო გერმანული წიგნები“ (Die schönsten deutschen Bücher) და გერმანული ლიტერატურის ქართული თარგმანები.

ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია  თბილისის მერიისა და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ინიციატივით 2020 წელს  დაიწყო. 
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა