გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
“ალიანს ჰაილაინი” - მომავლის ხედი დედაქალაქში

“ალიანს ჰაილაინი” - მომავლის ხედი დედაქალაქში

თბილისში, ურბანული განაშენიანების დინამიკით გამორჩეულ ქალაქში ვხედავთ პროექტებს, რომელთაც არქიტექტურული და საინჟინრო თვალსაზრისით უნიკალურიც კი შეიძლება დაერქვას. ალიანს ჰაილაინი კი ამ უნიკალურ პროექტებს შორისაც გამოირჩევა თავისი ინოვაციური კონცეფციითა და ატიპური არქიტექტურულ-სამშენებლო გადაწყვეტით. 

სამი ცენტრალური გამზირის გასაყარზე წამომართულ სამ ცათამბჯენს მაღალი დონის ისეთი ინფრასტრუქტურული კომპონენტები აქვს, როგორიც არის - სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი, აუზი და ფიტნესცენტრი, რესტორანი, ბარი, ლაუნჯი და ლობი, ატრიუმი და რეკრეაციული სივრცეები. რაც მთავარია, ალიანს ჰაილანის C ბლოკში დედაქალაქის პირველი მაღალი სტატუსით გამორჩეული ბრენდული რეზიდენციები, Wyndham Grand Residences Tbilisi განთავსდება.

ასე რომ, ალიანს ჰაილანს რიგით მულტიფუნქციურ კომპლექსად, ცხადია, ვერ განვიხილავთ. თავიდანვე განისაზღვრა, რომ ალიანს ჰაილანს, თავისი გარეგნული ესთეტიკითაც კი, თბილისში მკაფიო და ცნობადი ურბანული ორიენტირი უნდა შეექმნა. ის შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ახლო მანძილებიდან, არამედ - შორიდანვე უნდა მიეპყრო გამვლელთა ყურადღება, რადგანაც გიორგი ხმალაძემ ალიანს ჰაილაინი უნიკალური სილუეტის მქონე ნაგებობად ჩაიფიქრა.

მშენებელ-არქიტექტორთა გუნდმა წინასწარ და სრულფასოვნად შეისწავლა ბუნებრივი და ტექნოგენური დატვირთვების, სეისმური, აეროდინამიკური და ატმოსფერული ზემოქმედების გავლენა შენობაზე.  სხვა სიტყვებით, წინასწარ გამოსცადეს და შეამცირეს ქარის ნაკადის ეფექტიც კი ფასადზე. ხოლო შენობების მდგრადობა და საიმედოობა ძირითადად მყარ ქანებზე დაფუძნებული მონოლითური რკინა-ბეტონის ფილა-ხიმინჯოვანი საძირკვლით უზრუნველჰყვეს. ეს პროექტი ხიმინჯების რაოდენობით (232ცალი), დუბაის ცნობილ ცათამბჯენს, ბურჯ ხალიფასაც კი აღემატება (191 ცალი). ხიმინჯების სიგრძე 10-დან 8 მეტრამდეა და კლდოვან საძირკველში 4 მეტრითაა შესული, რაც პროექტს ერთ-ერთ ყველაზე მყარ კონსტრუქციად აქცევს. 

ამასთანავე, ალიანს ჰაილაინისთვის თამარაშვილის გამზირის მხრიდან ცალკე გზა გაიჭრა. კომპლექსს ოთხდონიანი პარკინგიც ექნება - მისთვის გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევა ტერიტორიაზე დამატებით ჩატარდა. 

ალიანს ჰაილაინის არქიტექტორი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ ეს ატიპური არქიტექტურული ფორმები და მდებარეობა მთელი გუნდისთვის საინტერესო ინჟინრულ გამოწვევებს ქმნიდა, რაც კრეატიულ მიდგომებს საჭიროებდა და შედეგად კომპლექსი სულ უფრო მეტი უნიკალური დეტალით მდიდრდებოდა. მშენებლობის პროცესში ხშირად უწევდათ პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიღებაც. მაგალითად, ალიანს ჰაილაინი პირველი პროექტია საქართველოში, რომელზე მუშაობის დროსაც ინჟინრული ლიფტის და ამწის მაგივრად, ფასადზე მთამსვლელები მუშაობენ. 

არქიტექტორის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ზრუნვა არა მხოლოდ ალიანს ჰაილაინის შიდა სივრცეების განათებაზე, არამედ იმაზეც, რომ არ დაფარულიყო ხედვის არეალები ახლომდებარე შენობების მაცხოვრებლებისთვისაც.შესაბამისად, კომპლექსი სამ მაღლივ და შედარებით ვიწრო მოცულობად განვითარდა. დაბალი და განივი განაშენიანებისგან განსხვავებით, ასეთი აგებულება უფრო „გამჭოლია“ და განათების წყაროებს არც სხვებისთვის ზღუდავს.  

„გადავწყვიტეთ, რომ შენობებს ჰქონოდა ცილინდრული ფორმა, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ პატარა ბინებშიც კი ყველა ადგილიდან იშლება ხედი ორი მიმართულებით. პატარა ერთოთახიანი და სტუდიოს ტიპის ბინებიც კი ორი მიმართულებით იყურება, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა”, - ამბობს გიორგი ხმალაძე და დასძენს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით იმუშავეს აპარტამენტების მრავალფეროვანი ტიპების შექმნაზეც, რითაც ალიანს ჰაილაინი ამ მრავალფეროვნების მიღწევის მაგალითიცაა. 

გიორგი ხმალაძის თქმით, გუნდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა, როცა კომპლექსში ხელოვნური სარეკრეაციო სივრცეები გააჩინა. „შედეგად მივიღეთ ის, რომ პროექტის ტერიტორიის 40 პროცენტი რეკრეაციულ არეალებს ეთმობა“. 

ეს მცირე თუ მასშტაბური საინჟინრო-არქიტექტურული გადაწყვეტილებები ალიანს ჰაილაინს გამორჩეულად კრეატიულ პროექტად აქცევს - ის ქმნის უსაფრთხოობისა და საიმედოობის ახალ სამშენებლო სტანდარტს, მოდერნულობისა და უნიკალურობის ახალ ექვივალენტს და იქცევა გამორჩელ ღირსშესანიშნაობად ქალაქში, სადაც ძველი და ახალი არქიტექტურის თანაარსებობა გამოწვევაა.

ავტორი: ნინო კვირიკაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა