ამბავი გოგოებისთვის, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ
ცოტა ხნის წინ რამდენიმე გოგო შევიკრიბეთ და დავაფუძნეთ გაერთიანება, რომელსაც Girl Power ჰქვია. ჩვენ გულწფელად გვჯერა, რომ თითოეულ გოგონას (და, ცხადია, ბიჭსაც, ოღონდ გოგონებს - აუცილებლად) უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისწავლონ ის, რაც მათ უნდათ. თუნდაც, ეს ფეხბურთი იყოს. მერე რა, თუ ვსაუბრობთ გოგონებზე, რომლებიც მოზარდობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვიდნენ და თან ისე, რომ მანამდე ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ.
თუ 18 წლის მერეა სწორედ შესაძლებელი მანქანის მართვის, ანდა მარათონზე სირბილის სწავლა, უმაღლესი განათლების მიღება და ბევრი სხვა რამ, რატომ არ შეიძლება ამ ასაკში ვისწავლოთ ზუსტადაც რომ ბურთის გაგორება? რატომღაც პროფესიონალ მწვრთნელებს 18 წელს ზევით გოგონებისთვის ფეხბურთის სწავლა არ უნდათ. ჩვენ კი გვგონია, რომ ეს უსამართლობაა და სწორედ ამიტომ გავხსენით სკოლა, სადაც გოგონებს ვასწავლით ფეხბურთის თამაშს.
7 ივლისს შეკრება გვაქვს - პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის ადგილობრივ, ქართულ ვერსიას ვმართავთ, თანაც იმ გოგონებს ვიწვევთ, ვისაც ფეხბურთი მანამდე არასდროს უთამაშია.
არა უშავს, თუ ჩვენი წამოწყება აბსურდულად გეჩვენებათ. მთავარია, გინდოდეთ ფეხბურთის თამაშის სწავლა. ამ შემთხვევაში გელით, გაიარეთ რეგისტრაცია /https://forms.gle/CcqX2g99D2q38i9QA/ და მოდით სათამაშოდ.