გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამერიკელი სიკვდილმისჯილების უკანასკნელი სადილი

პატიმრები, რომლებიც სასჯელის უმაღლესი ფორმით - სიკვდილით უნდა დაისაჯონ, განაჩენს ციხის სპეციალურ განყოფილებაში ელოდებიან. უშუალოდ, სასჯელის სისრულეში მოყვანამდე, მათ უკანასკნელი სადილის მოთხოვნა შეუძლიათ. ის, თუ რისი ჭამა სურთ განსასჯელებს სიკვდილის წინ, ბევრ რამეს ამბობს მათ პიროვნებასა და მდგომარეობაზე.

1. ჯონ უეინ გეისი

ამერიკელი სერიული მკვლელი
გააუპატიურა, აწამა, მოკლა 33 კაცი

ბოლო სადილი: 12 კრევეტი, KFC-ის ფრთებით სავსე თეფში, კარტოფილი ფრი და მარწყვი 

2. ვიქტორ ჰერი ფეგუერი

ამერიკელი სერიული მკვლელი

 ბოლო სადილი: ერთი ცალი ზეთის ხილი

ტიმოთი მაკ-ვი

ამერიკელი ტერორისტი

დაბომბვის დროს მოკლა 168 ადამიანი, 680 დაშავდა

ბოლო სადილი: ორი კოვზი მენთოლიანი შოკოლადის ნაყინი

4. რობერტ ალტონ ჰერისი

ამერიკელი ქურდი, გამტაცებელი, მკვლელი

მოკლა ორი თინეიჯერი ბიჭი

ბოლო სადილი: KFC-ის ქათმის  21 ულუფა, 2 დიდი “დომინოს” პიცა, ნაყინი, “ჟელიბონის” 1 შეკვრა, 6 ცალი პეპსი, სიგარეტი “ქემელი”

5. რონი ლი გარდნერი 

ამერიკელი კრიმინალი

დაყაჩაღების დროს იარაღი მსხვერპლს სახეში ესროლა

ბოლო სადილი: ლობსტერის კუდი, ვაშლის ნამცხვარი, ვანილის ნაყინი. მოითხოვა, რომ სადილის დროს “ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგია გაეშვათ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა