არტარეა ფესტივალი
არტარეას პროექტმა „თბილისური ეზოები“ 2018 წლის ზაფხულში „არტარეა ფესტივალის“ სახელით საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა.
6 ღონისძიება – 6 სხვადასხვა რეგიონში დაიგეგმა. ფესტივალი ტარდება სწორედ იმ ქალაქებში თუ კურორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია.
ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება – ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრება თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით ხდება, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას.
საფესტივალო საღამოები უკვე გაიმართა:
რუსთავის პარკში (ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა – კოტე მიქაბერიძის ფილმის „ჩემი ბებია“ (1929 წ.) მუსიკალური პრემიერა. კომპოზიტორი / შემსრულებელი: ნატალია ბერიძე – ნიკოლოზ მაჩაიძე);
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში (დღესაც თანამედროვე – ინოლა გურგულია. მონაწილეობდნენ: ინოლა გურგულიას შვილები – ია და დავით შუღლიაშვილები; თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი და რეზო კიკნაძის კვინტეტი).
შოვში (გოგი ძოძუაშვილის და რატი ამაღლობელის ერთობლივი პროექტი „წრე“);
არტარეა ფესტივალი ასევე გელით:
28 ივლისი – ბორჯომის პარკი
Kordz & Zagareli-Strings
ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი
11 აგვისტო – მესტია, სვანეთის მუზეუმი
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა
მიხეილ კალატოზოვის ფილმის „ჯიმ შვანთე“ (1930) მუსიკალური პრემიერა.
კომპოზიტორი / შემსრულებელი – გოგი ძოძუაშვილი
22 სექტემბერი – თელავი, ნადიკვარის პარკი
ექსპერიმენტული მუსიკის და ფოლკის ინტერაქცია
პროექტი „სხვა კუთხით“
მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise და კახეთის ადგილობრივი მუსიკოსები.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
პროექტი ხორციელდება Check In Georgia-ს ფარგლებში.
ფესტივალის სპონსორი – შოტლანდიური ვისკი „Grants“-ი და აიდიეს „ბორჯომი“
ფესტივალის მხარდამჭერი – თიბისი
ფესტივალის მედია პარტნიორები – მარკეტერი, ინდიგო, At.ge, რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი