გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბიზნესდაჯილდოება 2016: შეხვედრა მონაწილეებთან

წარმატება გადამდებია, ის ღიმილით გადადის. ვინ შეიძლება ხვდებოდეს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ყველაზე უკეთ, თუ არა თიბისი ბანკი, - ბანკი, რომელმაც კომპანია “ჯეოსელთან” ერთად შესანიშნავი გაცნობითი საღამო მოუწყო ბიზნესდაჯილდოების კონკურსში მონაწილე ბიზნესმენებს.

ორ სექტემბერს, საღამოს რვა საათზე, სასტუმრო “რუმსის” ეზოში შეიძლება ითქვას, ნემს ვერ ჩააგდებით. ის სავსე იყო კონკურსში მონაწილეთა და დამსწრეთა მომღიმარი სახეებით, რომლებსაც სხვადასხვა ღვინითა და შესანიშნავი ფურშეტით უმასპინძლდებოდნენ. ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ პროექტებს, გამოცდილებას და რა თქმა უნდა, წარმატებას.

როგორც საღამოზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა გაგვანდო, ბიზნესდაჯილდოების ორგანიზატორები მაქსიმუმ ორას სხვადასხვა კომპანიას ელოდნენ, პროექტიც შესაბამისად იქნა დაგეგმილი. თუმცა, ორასის ნაცვლად ხუთასზე მეტი რეგისტრანტი მიიღეს, რაც ას პროცენტზე მეტით აღემატებოდა მოსალოდნელს. ეს კი, თავისთავად, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ დაჯილდოების დროულობასა და საჭიროებას. ამხელა მატების მიუხედავად ორგანიზაციულ საკითხებში, არავითარი ხარვეზი არ შეინიშნებოდა, რაც თიბისი ბანკისა და “ჯეოსელის” უზარმაზარ გამოცდილებაზე და პროფეზიონალიზმე მეტყველებს.

საღამოს მუსიკალურად ბენდი Bedford Falls-ი აფორმებდა, რომელიც მეტ ხალისსა და პოზიტიურ მუხტს მატებდა გარემოს.

მათ, ვისაც ჯერ არ გაქვთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, კიდევ ერთხელ სიამოვნებით გეტყვით, რომ ბიზნესდაჯილდოება არის თიბისი ბანკისა და “ჯეოსელის” ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანი  წარმატებული ბიზნეს პროექტების გამოვლენას და წახალისებას ემსახურება. ნომინაციები, რომლებშიც შეგეძლოთ თქვენი პროექტის დარეგისტრირება:

  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • ხალხის რჩეული;

ხოლო მათ, ვინც წელს ვერ მოახერხა დარეგისტრირება და მონაწილეობის მიღება, ასევე სიხარულით ვეტყვი, რომ ბიზნესდაჯილდოება ყოველწლიური პროექტია და შეგიძლიათ შემდეგ წელს სცადოთ ბედი. ამ პროექტში არათუ გამარჯვება, არამედ მხოლოდ მონაწილეობაც კი დიდად გაზრდის თქვენი პროექტის ცნობადობას და დაგეხმარებათ უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლაში, რადგან როგორც უკვე ვიხილეთ, პროექტს საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვს, ერთგული მედია პარტნიორების მხრიდან.  

ასე რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკუთარი წარმატებული პროექტი, თვალყური ადევნეთ ბიზნესდაჯილდოებას, იკონტაქტეთ წარმატებულ კონკურსანტებთან და თქვენი წარმატებაც არ დააყოვნებს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა