გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბრიკორამა: შეიქმენი საოცნებო სივრცე

რემონტი, ნებისმიერი ოჯახისთვის სენსიტიური თემაა, ეს უამრავი დროის ფლანგვას, სხვადასხვა მისამართზე სიარულს, ფასების გაუთავებელ კალკულაციას ნიშნავს. შემდეგ კი დარდს იმაზე, რომ ეს ახლადშეძენილი პროდუქცია ზუსტად ისეთი აღმოჩნდეს, როგორზეც ოცნებობდით და არა მისი უხარისხო ასლი. არის გაუთვალისწინებელი ხარჯებიც. ერთი სიტყვით, ეს ყველა ჩვენთაგანისთვის საკმაოდ ხანგრძლივი და სტრესული ცხოვრებისეული ეპიზოდებია, რომელსაც დღეს, უკვე მხოლოდ შორეულ წარსულად თუ მოვიგონებთ ხოლმე -  რადგან სარემონტო პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ევროპული ბრენდი, უკვე საქართველოშია. ბრენდს “ბრიკორამა” ჰქვია და მას თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩაზე იპოვნით.  

“ბრიკორამა” ფრანგული ბრენდია, რომელიც 41 წლის წინ შეიქმნა და დღეს ევროპაში ორასზე მეტ ჰიპერმარკეტში გადააწყდებით. მე თუ მკითხავთ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირს გარეთ, სადაც «ბრიკორამა» გაჩნდა.

“ბრიკორამა” DIY (Do It Yourself - გააკეთე თვითონ) კონცეფციის მატარებელი კომპანიაა, რაც სარემონტო პროცესის წარმოუდგენლად გამარტივებას ნიშნავს. განსხვავებული და კეთილმოწყობილი ბინა ხომ უამრავი ჩვენთაგანის ოცნებაა, რის ასახდენადაც მხოლოდ მატერიალური სახსრები არ კმარა. დღეს კი ამისთვის საჭიროა, მხოლოდ ეწვიოთ ერთ კონკრეტულ ლოკაციას, აირჩიოთ სასურველი პროდუქცია და საკუთარი ფანტაზიის გამოყენებით, თავადვე შეიქმნათ თქვენი საოცნებო საცხოვრებელი სივრცე.

რაც შეეხება წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნებასა და ხარისხს, ჰიპერმარკეტ “ბრიკორამაში” 30 000 სხვადასხვა პროდუქციას ნახავთ, ხარისხის სრული გარანტიით, რადგან როგორც ამბობენ, თბილისური “ბრიკორამა” პარიზულის ანალოგია. ეს პროდუქცია გახლავთ: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები და სხვა.

თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი. “ბრიკორამა” ყველაზე პესიმისტ მომხმარებელსაც კი სასიამოვნოდ გააოცებს, რადგან ხარისხის მიუხედავად, ბრენდი ნებისმიერ საფასო კატეგორიას მოიცავს.

“ბრიკორამა” ევროპული ტიპის პროექტია, რაც ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტშიც კი შეგვიძლია მნიშვნელოვან ნაბიჯად წარმოვიდგინოთ - პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ოთხმოცდაათზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

სულ მალე ჰიპერმაკრეტი საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს და უკვე წინასწარ არის ცნობილი, რომ მათი შემდგომი ლოკაციები ბათუმსა და რუსთავში იქნება. მანამდე კი, ეწვიეთ ჰიპერმარკეტ “ბრიკორამას” და დარწმუნდით, რომ არაფერია იმაზე კომფორტული, ვიდრე ერთ სივრცეში წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველაფერი.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა