გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბუ, ცალთვალა კაცი და „პატარა ვერა“ ალვანის კინოთეატრში | ფოტოამბავი

პატარა ვერასაჩვენებდნენ მაშინ კინოში. ვიცოდი, რომ რაღაც ეროტიკული სცენები იყო ფილმში. ჩვენს მექანიკოსს, თემოს ვუთხარი: 16 წლამდე არ დაიშვებიან და აფიშას დააწერე- მეთქი. მოვიდა ერთი ქალი პატარა ბავშვით, ჩვენი სოფლიდან. ვუთხარი, ბავშვს ვერ შევუშვებ-მეთქი. არაო, უნდა შევიდე, ვერ დავტოვებო

ფილმი რომ მორჩა, ეს ქალი ბავშვთან ერთად გამოვარდა და მეძებს, უნდა ვუჩივლოო. ვეუბნები, ქალმა ფილმში გახდა რომ დაიწყო, მაშინ გამოსულიყავი, რაღა ყველაფერი რომ მორჩა მერე გამოხვედი-მეთქი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანის კულტურის სახლში რევაზ ორბეტაშვილმა მუშაობა 1988 წელს დაიწყო. დაახლოებით მაშინ, როცა შენობა აღადგინეს. მანამდე კულტურის სახლი, სოფლის ბიბლიოთეკა და სოფლის საბჭოს შენობა 1974 წელს ერთად დამწვარა. 

რეზო იხსენებს, რომ მაშინ რუსთაველის თეატრმა განათება და აპარატურა გამოცვალა და ძველი ალვნის კინოთეატრს გამოუგზავნა. ამ კულტურის სახლმა სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მოიწონა თავი ახალი აპარატურით. 90-იანებში დიდი თოვლი მოსულა და შენობის სახურავი ჩაუნგრევია. კინოთეატრი წლები იდგა ასე, გადაუხურავი. რეზო ორბიტაშვილი მაშინდელ კულტურის მინისტრთან ჩამოსულა შენობის გადახურვის თხოვნით, არაფერი გამოუვიდა. 

“ბოლოს და ბოლოს რომ გადავხურეთ და აპარატურა ჩავრთეთ, ყველაფერს ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა, წყალმა და ნესტმა გააფუჭა თურმე. ამასობაში მხედრიონმა დაიწყო სოფელში სიარული და ნელ-ნელა ყველაფერი გაიტანეს. მოეწონებოდათ ტენისის მაგიდა, წაიღებდნენ; მოეწონებოდათ ბილიარდის მაგიდა, წაიღებდნენ… ამ დროს შტატებიც შემცირდა და სულ მარტო დავრჩი ამხელა შენობაში.” 

 90-იან წლებში როცა კინოსთვის, კულტურისთვის და მხიარულებისთვის არავის ეცალა, უშუქობასა და შიმშილში, ალვანის კინოთეატრში შაბათობით ხან კინოჩვენება, ხან დისკოთეკა, ხანაც სხვადასხვა შეჯიბრება იმართებოდა. 

 „ვიპოვეთ ძველი გენერატორი, ამოვქოქეთ და ყოველ შაბათს ვიკრიბებოდით აქ, ამას ერქვა გართობის და დასვენების დღეები.“ 

________________
ფოტოამბავი მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ფოტოამბავი არ გამოხატავს ევროპის ფონდის, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

logos

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა