ბუა, 40 წლის | მე ვთამაშობ
რუსთაველზე იყო აპარატები, პოკერები. სავირთხეთი. მანდ მაგარი ფული მოვიგე. გავათენე, დილით გამოვედი. ფულიც გვიან მომიტანეს. მეპატრონე მოვიდა და ფულს მოგიტანთ ერთ საათშიო. სამი ცალი აპარატი ქონდათ. დიდ კუშიანი ვეთამაშე. მაშინ ათ თეთრიანს, ოც თეთრიანს თამაშობდნენ. დავუწყე ორ ლარიანების ბრახუნი. მაგარი მოვიგე, მაგრად მახსოვს. მაქედან დამერხა. თექვსმეტი წლის ვიყავი.
სლოტები სამ წელიწადში ძაან გავანადგურე. ვიგებდით, იმიტომ რომ პროგრამით ვთამაშობდით. ინფორმაცია ჩამოვიდა როგორ უნდა გეთამაშა. ორი აპარატი იყო, გნომები და სეიფები. აცურებდი სიტყვაზე ორას ლარს და თამაშობდი არარეალურ თამაშს. მთელი დღე ვითვლიდით - ათი გაშვება, მერე სამი გაშვება და მერე ურტყამდი დიდს. იქ გაძლევდა ყველაფერს. თუ აგერია, უნდა მოხსნა, სანამ გადაიტვირთებოდა. დღეში ათას ლარს უეჭველში ვუგებდით.
მაშინ ლიმიტი ქონდა, ოთხ ლარიანს და ხუთ ლარიანს უშვებდი. ეხლა შეგიძლია ხუთასი ლარი გაუშვა. რომ ვიცოდე ის აპარატი იგივე თამაშს მეთამაშება და ხუთას ლარიანს გამაშვებინებს, თოკას ვფიცავარ, დღესვე ჩავდებ ბანკში სახლს და უეჭველი მოვუგებ ძალიან ბევრ ფულს.
ეს ამბავი თავიდან ვიცოდით ხუთმა კაცმა, უკრაინიდან გავიგეთ. იქ იწყობა აპარატები. იქიდან ჩამოდის. აქ რომ ვადა გასდის, მერე მიდის აზიის ქვეყნებში.
ხუთმა კაცმა ვიცოდით. მერე გაბაზრდა. აჭარასთან რიგები იდგა, ბლოკნოტი გვქონდა, ეხლა შენი ჯერია - ეხლა ჩემი ჯერია. სასტავები აბირჟავებდნენ და უშვებდნენ ერთ კაცს სათამაშოდ. მოიგო - გამოვიდა, მოიგო - გამოვიდა.
მოდიხარ ათ თეთრიანს თამაშობ, გაგაქვს ხუთასი ლარი, ათასი ლარი. დაწვეს და ჯერ აჭარამ გააქრო. აჭარამ რო გააქრო, სხვაგან დავდიოდით. თბილისში რომ გააქრეს, ვიბოდაილეთ მერე ბათუმში, გორში, რუსთავში.
მოგება არ არსებობს. ფული მოვიგო და ბედნიერი ვიყო, შანსი არ არის, არ არსებობს, არავინ არ თქვას. ფულს რომ იგებ, იმიტომ ხარ ბედნიერი, რომ უფრო დიდ კუშებს თამაშობ. ყველანაირი ნარკოტიკი მაქვს გასინჯული დედამიწის ზურგზე რაც არის. ყველანაირი. მაგაზე მაგარი პრიხოდი არაფერს არ აქვს.
ხელოსანი მყავდა. ექვსი თვე აბაზანას მიკეთებდა ეს ნაგლი. ნარდის ტურნირი მოვიგე. ათ კაციანი, პირველზე გავედი, დამისვეს ოთხმოცდაათი ლარი. ოცდაათ ლარიანი ბილეთი გავაკეთე, ათი ლარით ავიატორი, რომ მიფრინავს, ეგ გავუშვი. დამრჩა ორმოცდაათი ლარი. გაიჩითა ეს ბექა. ბექა, რა რიცხვში ხარ - მეთქი დაბადებული? ჩვიდმეტშიო. დავდე ჩვიდმეტზე ოთხი ლარი მაგრად მახსოვს, ას ოთმოცდაოთხი ლარიანი ჩააგდო. მანქანაში ვართ უნდა მივიდეთ სადარბაზოსთან. ვეკითხები, რამდენი წლის ხარ? ოცდათექვსმეტის, ღმერთს ვფიცავარ, თხუთმეტ ლარამდე დავდე და ხუთას ორმოცი ლარი კიდე მოვიგე. ტიპს ვეუბნები, მაგარი ნაგლი ხარ - მეთქი. ამ დროს ჩააგდო ოცდათხუთმეტში, არ მედო არაფერი. ბექა-მეთქი, მანქანას აჩერებს სადარბაზოსთან, გამიხარდა უკვე შვიდასი ლარი მაქვს სათამაშო, ბექამ უნდა ანგრიოს ეს ვანა, მე ვითამაშო. ბექა - მეთქი, ბავშვის დაბადების რიცხვი მითხარი. თოკა არ მენახოს ცოცხალი, თექვსმეტიო. დავდე თექვსმეტზე და კიდევ ვიგებ. შენ - მეთქი, მაგარი ნაგლი ხარ. ლიფტთან ვართ უკვე, შენ რამდენი წლისაც ხარ, ვდებ - მეთქი, ღმერთს ვფიცავარ, სიტყვას არ ვამატებ, ბექასაც განახებ თუ გინდა. ბოლოს შენ დაბადების დღეზე ვდებ-მეთქი და ვსო, შემეშვი, მე სახლში ისედაც არ მოვდივარ-მეთქი. კაი, ეგ აღარ აყვავდებაო. არ ტენა კიდევ ოცდათექვსმეტი. ათას ექვსასი ლარი მოვიგე. რა ვქენი და ბექა შევუშვი ვანაში, ვაჩუქე ცოტა ფული, ასი ლარი მივეცი ჩემ ძმას, დანარჩენით ვიჯექი და ვთამაშობდი. ბექა მაგარ აზარტში ჩავარდა, მიდი, ნოდარ, დავანგრიოთო.
წავაგე მერე, იასნია.
რა ვქნა, აი რო გამოვიტანო რა ვქნა? ეხლა ნახე. ვენეცია ხო კაი პონტია? ვენეციაში ვიყავი, შეყვარებულმა წამიყვანა. ვენეცია, მერე ბარსელონა, მერე რომი. როგორ ვიყავი ყველგან იცი? გაიღიმეო მეხვეწებოდნენ, ყველგან დაგრუზული დავდიოდი. ეხლა შემთხვევით პოლონეთში აღმოვჩნდი. პოლონეთი ხო სოფელია მაგათთან შედარებით. გავაძრე მანდ კაზინო. ჰილტონის პირველ სართულზე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. პოლონეთზე მაგარი ქვეყანა არ არსებობს. ერთხელ გამოვიტანე და გოგოებს ვუთხარი, წამოდი საჩუქრებს გიყიდით-მეთქი, არ გვინდაო. მე რად მინდოდა. ისევ შევედი იქ. კაზინოზე მაგარი გართობა არ არსებობს.
სათამაშო ფული რომ გაქვს ყოველ დღე, უფრო იგებ. ეხლა როდის ვითამაშე, გუშინწინ ვითამაშე ბოლოს, ჩემ ძმას წავართვი ასორმოცდაათი ლარი. მაგით ვითამაშე. ასორმოცდაათი ლარით რომ ვიგებ ორი ათასს, მაინც ბოლომდე მივდივარ და ვაგებ. ორი ათასით რომ მოვიგებ ოცი ათასს, გამოვალ და ვიბოდიალებ, სხვაგან ვითამაშებ. უეჭველი. მოთამაშემ იყიდოს მაქსიმუმ ტანსაცმელი. ეგეც დილამდე თუ გაგიჩერდება ფული.
აი, რაში გამოვიყენო? მანქანა ვიყიდო? კაი, ვიყიდე. მერე რამდენიმე დღეში ფული აღარ მაქვს, ბენზინი არა მაქვს. წავალ ლომბარდში, ამ ლომბარდიდან წავალ კაზინოში რომ გავადაო და ლომბარდის ფული გადავიხადო. უეჭველი წავაგებ. მერე დავამატებ კიდე ვალს. საბოლოო ჯამში აგებ იმ მანქანასაც და ზემოდან კიდევ საბუთები უნდა ავსო და ნერვები იშალო.
თამაში და კაიფი? ყველაზე მაგარია. არ წააგებ ფულს კაიფში, არ გეშინია, ვაბანკზე მიდიხარ. ოღონდ, ყოველთვის მარტომ უნდა ითამაშო.
მე, მიშკა, შაკო და ნოდო ვართ. ვიცნობდი სლოტ კლუბის დაცვას და კაი, სამ კაცს დაგიშვებთო ერთ აპარატთან. მეოთხეზე უკვე მეჩხუბება, იმიტომ რომ დარბაზი ცარიელია. გვინდა მოვიგოთ სადღაც ორასი ლარი. გვერდზე დამიჯდა მიშკა, აქეთ დამიჯდა ნოდო. შაკომ მე გარეთ გავალო. ერთი გავჭერი რაღაცა, მეორე გავჭერი და მესამე გაჭრაზე მიშკაც წივის და ნოდოც, აღარ დაარტყა, გადაყარე და გაუგრძელე, იქნებ მოუგოო. მე კიდევ ვფიქრობ, თუ გავჭრი, ეს ფული რაც გვინდა ისიც გვაქვს და ზემოდან კიდე სათამაშო ფულიც. მე ჩემს თავზე ვფიქრობ, მოვიგო და ეგრევე წავიდე დაზამასკებული, შანსი არ არის. გაიჩითა ორიანი. მაგრად გაგვიხარდა, მიშკასაც გაუხარდა, ნოდოსაც გაუხარდა. ამ ყვირილ - წივილში ნაგლმა შაკომ შემოაღო და დააფიქსირა მიშკა და ნოდო მეჭიდავებიან. ამათ რო დაინახეს ორიანი, ხო ყველანი დავწყნარდით და შაკომ ვერ დაინახა, მოვიდა, იტიპა და გადაყარა ორიანი. გავლანძღეთ. დაცვაც ეუბნება, შენ ვისკენ ხარო, ამათკენო? აღარ შემოხვიდეო, თან ეღადავება დაცვაც. გავიდა. სადღაც 15 წუთში პროცესში, იგივე ხდება. ისევ ორიანს მიყრის. როგორ შემოდიოდა იცი? ნოდო და მიშკა ვერ მიბედავდნენ გადაყრას და ეს კაცობდა და მიყრიდა. მე მეგონა ნახავს ორიანს და აღარ გადაყრის, გადაყარა. დაცვამაც აგინა, მოგზავნილი ხარო. მარტო უნდა ითამაშო იტოგში. წავაგეთ. შეიძლებოდა მოგება. ძმაკაცმა გადაგიყარა ორჯერ ორიანი. მარტო ჯობია. რაღაცას გეტყვის ისეთს, თუ აიჭერი, სულ წააგებ. მარტო კიდე შენ თავთან ხარ. შენ ფიქრებში ხარ, ციფრებს დასდევ.
ეხლა არ ვაკეთებ ვაფშე არაფერს.
ვალები ყველგან. მერე რომ ვიგებ ვუბრუნებ. ხანდახან ვერ ვუბრუნებ.
ას ევროს დეიდაჩემი მიგზავნის, ჩემი ძმა, ისა, ესა. რომ დავაგროვო, თვეში ათას ლარს ვითამაშებ.
ვთამაშობ, იტოგში.
მაგრამ იმას არ გავაკეთებ, რო ვიღაცა გავწირო ან რაღაც. ნარდშიც არ ვიტყუები. ჩემ თავს ვეუბნები - რომ მოვიტყუო, მთელი ცხოვრება ვეღარ მოვიგებ. მოიტყუე, ბუა? ეხლა დაგსჯის კამათელი - ჩემს თავს ვებაზრები. თამაშის დროს ისე ვებაზრები ჩემს თავს, რომ არავის ისე არ ველაპარაკები - ეს დადე, ის დადე, ეს ქენი, ის ქენი.
რომ გაამართლებს, მაგარი პრიხოდია. ზოგჯერ, იცი რომ მოვა ციფრი, არ დებ და მოდის. ზამასკა საშინელებაა. ყველაფერს წააგებ. ფულს წააგებ. პირდაპირ ვეტყვი მკითხველს - არ ითამაშო და დაელოდე ხელფასს. თორემ, მე რომ დღეში ორმოცი ათასი მქონდეს და შენ ხუთი ათასი, შენ იგულავებ, გაიზმანები, კარგად შეჭამ, ორ თვეში ერთხელ დასასვენებლად წახვალ, შინაური დაგირეკავს, დაეხმარები. მე ორმოცი ათასი რომ მომცე დღეში, სიგარეტი შემრჩება მინიმუმ ერთი ბლოკი მოწეული, მეტი არაფერი.
მიზანი არის ჯეკპოტი. ორმოცი წელია ვეჩალიჩები. გიჟად მთვლიან უკვე. ჯეკპოტი მოიგე? ჯეკპოტი მოიგე? - ბავშვები დამდევენ. უნდა მოვიგო, ვაგულავო ყველა და მერე ლას ვეგასი. ეგეთი პონტი მაქვს. დავამტკიცებ, რომ მოვიგებ. გიჟი არა ვარ, რეალურად ვიცი, რომ უნდა მოვიგო. შეიძლება უკვე გავგიჟდი, ეგეც არის. მოიგო არა ისა, ვერავინ ვერ იგებს.
ოცდახუთი ათასი რომ მოვიგე, ყოველ დღე დავდიოდი და კიდევ ფულს ვიგებდი, შევიდოდი, ათას ლარს მოვიგებდი, გამოვიდოდი. მაშინ ვიყიდე ბოტასები, მგონი დღესაც ეგ ბოტასები მაქვს. ბევრი რამე ვიყიდე. ეხლა ათასი ლარი რომ მომცე რა გავაკეთო? ვერაფერს ვერ გააკეთებ. რა ვქნა? ყოველთვის ჯობია, მეტი მოიგო. თუ არ ითამაშებ, დახარჯავ და აღარ გაქვს. თუ ითამაშებ, გაქვს შანსი რომ მეტი იშოვო. მირჩევნია გავრისკო. და ყველაზე ძაან რაც მსიამოვნებს, იმაში ვხარჯავ.
ფული თუ გაქვს, რატოა პრობლემა? ყველაზე მაგარი მუღამია. ფული არა მაქვს, ეგაა პრობლემა. მე რომ სათამაშო ფული მაქვს, ყველაზე ბედნიერი ვარ. ეგეთი პრიხოდი არა აქვს არაფერს. ოთხას ლარიანი ციფრი მაქვს გარტყმული. ოთხასი ლარი მედო ერთ ციფრზე. ველოდები, აციმციმდა, მძიმედ ციმციმებს. დაიწერა. რო დაიწერა ფეხის წვერებიდან სისხლის დუღილი რომ დაიწყო, ვეღარ ვიჩერებდი სუნთქვას. ვიღაც აზერბაიჯანელი მეუბნება, იძი მაშინუ კუპიო. გერაინიც მაქვს გასინჯული და შავიც და ეგეთი მაგარი პრიხოდი არ მიგრძვნია. რიცხვებს აქვს ყველაზე მაგარი პრიხოდი.