ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროზა

პოლ ოსტერი - „ნიუორკული ტრილოგია“

მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
ყდა: დიზაინერი ნათია კვარაცხელია, ყდაზე გამოყენებულია ბეატრიჩე ალემანას ნამუშევარი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2016

„ნიუორკული ტრილოგია“ თანამედროვე ამერიკელი პოსტმოდერნისტი მწერლის, პოლ ოსტერის ყველაზე ცნობილი ტექსტია. მის ნახევრად მისტიკურ, დეტექტიურ სიუჟეტს ურბანული პროზის გამორჩეულად საინტერესო ნიმუშადაც მოიხსენიებენ ხოლმე. რომანი უცნაური ამბების ლაბირინთია, სადაც თავისუფლად შეიძლება მკითხველიც ერთ-ერთ გმირად იქცეს.

პოლ ოსტერის ნიუ იორკში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სხვაზე დაკვირვებისას საკუთარი თავი იპოვო, ან პირიქით, სულ დაკარგო იდენტობა. მის რომანებში სივრცესა და დროს სხვა განზომილებებიც აქვს და მათ შორის საზღვრები მთლიანად მოშლილია. ბოლომდე არავინ იცის, რა უფროა ეს ქალაქი – გეოგრაფიული წერტილი, ურბანული ადგილი თუ უნივერსალური მეტაფიზიკური სივრცე.