დაკარგული ჩრდილები
"დაკარგული ჩრდილები" ფოტოგრაფ საბა ხითარიშვილის პროექტია. შთაგონების წყარო უცნობი ადამიანებია, რომელთაც ყოველდღიურად ვხვდებით ქუჩაში. ავტორის თქმით, ეს სერიაც ასეთ ადამიანებზე და ადგილებზეა, რომელთა ისტორიაშიც ერთ-ერთი გამვლელი თვითონაა, და არ იცის მათი სრული ამბავი, არ ცოდნის გამო კი ისინი აჩრდილები არიან მისთვის.