დატყვევებული გიგანტები
ენთუზიასტთა პატარა ჯგუფი აჭარაში 5 თებერვალს, მას შემდეგ გავემგზავრეთ, რაც ბუნების დამცველთა აქტივისტების დახმარებით საზოგადოებამ შეიტყო, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ეზოსთვის ურეკში, ასწლოვან ხეებს ეძებდა.
შერჩეული უნიკალური მცენარეების ძიებისა და აღრიცხვის პროცესში სახელმწიფო სტრუქტურები და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერებიც ჩაერთნენ. მათი დახმარებით შედგა აჭარის სანაპიროს პირველადი რუკა, რომელზეც ოცდაათზე მეტი უნიკალური ხე-მცენარეა დატანილი.