გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER ბრუნდება

13 მაისს, 23:59 Spacehall Kustba-ს ღია სივრცეში ბრუნდება ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER, რომლის ფარგლებშიც თბილისს Peggy Gou ეწვევა და ადგილობრივი სცენის წარმომადგენლებთან ერთად გაზაფხულის სერიებს გახსნის.

Peggy Gou ელექტრონული მუსიკის გლობალურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი არტისტია, რომლის გამოცდილებაც სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში, მუსიკისა და მოდის სფეროში მიღებულ ცოდნას ეფუძნება. საკულტო და ისტორიული მნიშვნელობის კლუბებში ხშირი სტუმრობის შემდეგ ელექტრონული მუსიკის სცენის გავლენიანი ლეიბლები Ninja Tune და Phonica მალევე დაინტერესდნენ მისი ჩანაწერების გამოცემით, ხოლო მსოფლიოს სახელგანთქმული ფესტივალები SÓNAR, Primavera Sound, Glastonbury მის მუდმივ მასპინძლებად იქცნენ. მუსიკის სხვადასხვა ჟანრებში მოგზაურობა Peggy Gou-ს დამახასიათებელი ჟღერადობის საფუძველი გახდა და განსაზღვრა მისი ადგილი თანამედროვე სცენაზე.

DECODER-ის ღამეზე მასთან ერთად დაუკრავს Zurkin, რომლის დიჯეი სეტებიც არაერთხელ გამხდარა აღფრთოვანების საფუძველი და ივა მიქიაშვილი პროექტით Yves.

ზაფხულის განმავლობაში DECODER რეგულარული ღამეების სახით გაიმართება და ელექტრონული სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ერთად, ვიზუალური ხელოვნების ინტეგრაციით მსმენელს შთამბეჭდავ გამოცდილებას გაუზიარებს.

DECODER 2017 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში თბილისს ელექტრონული მუსიკის ისეთი დიდი სახელები სტუმრობდნენ, როგორიცაა Richie Hawtin, Amelie Lens, Nicolas Jaar, Ellen Allien, Black Coffee, Mano Le Tough და სხვა.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა