გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „დეგა: სრულყოფილებისკენ სწრაფვა“

ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის, ედგარ დეგას შესახებ გადაღებული ფილმი, კიდევ ერთი ნამუშევარია სერიიდან „გამოფენა ეკრანზე“. „დეგა: სრულყოფილებისკენ სწრაფვა“ - ასე ჰქვია ბრიტანელი დოკუმენტალისტის, დევიდ ბიკერსტაფის ახალ ფილმს, რომელსაც  Event cinema და კინოთეატრი „ამირანი“ წარმოგიდგენთ.

85 წუთიანი ფილმი ეკრანებზე ნოემბრის დასაწყისში გამოვიდა და ის ფრანგი იმპრესიონისტის ნამუშევრების იშვიათ და მრავალფეროვან კოლექციას აერთიანებს. ფილმში წარმოდგენილია როგორც პარიზული კოლექცია, ისე კემბრიჯის Fitzwilliam Museum-ში დაცული ნამუშევრები, რაც ბრიტანეთში დეგას ნახატების ყველაზე დიდ საცავად მიიჩნევა.

მხატვრის შედევრებთან ერთად ფილმში მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებსაც გაეცნობით. როგორც ცნობილია, ედგარ დეგა პერფექციონისტი იყო და საკუთარი თავისგანაც მუდმივად მაქსიმუმს ითხოვდა. უნდოდა, მისი ნამუშევრები იდეალური, სრულყოფილი ყოფილიყო და როცა თუნდაც უმნიშვნელო დეტალის გამო ამას ვერ აღწევდა, იმედგაცრულებული რჩებოდა და ზოგჯერ მუშაობის მოტივაციასაც კი კარგავდა. ფილმი მის ამ ბრძოლებსა და ვნებათაღლევაზეც გვიყვება. მასში გამოყენებულია მხატვრის მეგობრების და მისი თანამედრივე არტისტების ჩანაწერები, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნებათმცოდნეების კომენტარები, რაც  დამატებით ინფორმაციას გვაწვდის დეგას შემოქმედებაზე.

ფილმის ერთჯერადი ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“  13 ნოემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა