ერთად ყველაფერი გამოგვივა
ინტერნეტქრაუდფანდინგის პირველი ნიმუში 1997 წელს გაჩნდა – ფანებს საშუალება მიეცათ, ბრიტანული როკჯგუფისთვის ამერიკული ტურნე დაეფინანსებინათ. დღეს უკვე მსოფლიოში ქრაუდფანდინგის უამრავი წარმატებული მოდელი არსებობს.
აქამდე თუ ქრაუდფანდინგში ჩართვა მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე იყო შესაძლებელი, თიბისი სტატუსი შესაძლებლობას გაძლევს, ახლა უკვე შენს ქვეყანაშივე დაეხმარო ნიჭიერ ადამიანებს და ხელი შეუწყო მათ წარმატებაში, რეალობად აქციო საჭირო ინიციატივები და უკეთესობისკენ შეცვალო სხვების ცხოვრება.
ეს პროექტი ორ დიდ საქმეს ემსახურება. პირველი – ადამიანებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ ის ძირითადი თემები თუ პრობლემები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალურია, და მეორე – საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ პრობლემების მოგვარებაში. საზოგადოების აქტიური ჩართულობა იმის გარანტიაა, რომ დაფინანსების საჭიროების მქონე პირები თუ პროექტები აუცილებლად მიიღებენ საჭირო თანხებს, რაც მათ მომავლის შეცვლის საშუალებას მისცემს
– ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი.
ბანკმა შექმნა ონლაინპლატფორმა statusdonates.ge, რომლის ადმინისტრირებასაც საკუთარი რესურსით გაუძღვება და დაფინანსებაშიც ჩაერთვება.
ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ ქველმოქმედების ახალი კულტურა და სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ხედვა საქართველოში
– ამბობს თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.
თიბისი სტატუსმა პირველი კარგი მაგალითებიც უკვე მოგვცა – სამი პროექტი მთლიანად დააფინანსა:
• ძეგვში არსებულ თავშესაფარში განახლდება ძველი შენობა და საგანმანათლებლო სივრცე მოეწყობა. ამით თავშესაფარში მცხოვრები ადამიანების ნატვრა ასრულდება და მათი ცხოვრებაც საინტერესო გახდება.
• შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-ის ხმის რეჟისორის მიმართულების სტუდენტებს მხოლოდ თეორიულად აღარ მოუწევთ 5+1 სისტემის სწავლა. თიბისი სტატუსმა სტუდიას უახლესი აპარატურა შეუძინა.
• მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებს თიბისი სტატუსმა ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა.
იმედი გვაქვს, რომ ინიციატივაში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ათასობით სტატუს-კლიენტი, ასევე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ქველმოქმედება სურს. ასეთი რამ პირველად კეთდება საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წელსვე დიდ მასშტაბებს მიაღწევს
– ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
თუ წარმატებული ხარ და სხვისი წარმატებაც გახარებს, გინდა გარემო და კულტურა ისეთი იყოს, როგორიც შენ მოგეწონება, ან უბრალოდ, სურვილი გაქვს, დაეხმარო ვინმეს, ვისაც მხარდაჭერა ძალიან სჭირდება, ხშირად ესტუმრე პლატფორმა statusdonates.ge-ს, სადაც მუდმივად გაჩნდება ახალ-ახალი ისტორიები, შეარჩიე შენი ფავორიტი და ერთი მარტივი დაწკაპუნებით იმდენით დაეხმარე, რამდენითაც გსურს. და არ დაგავიწყდეს, რომ შენი გაღებული რამდენიმე ლარით შესაძლებელია, ადამიანებს მომავალი შეუცვალო.