Event Cinema – Allelujah!
Event Cinema და კინოთეატრი „ამირანი“ წარმოგიდგენთ ლონდონის Bridge Theatre-ის ახალი სპექტაკლის „Allelujah!“-ს კინოჩვენებას.
ვეტერანი სცენარისტის, 84 წლის ალან ბენეტის ბოლო სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი თანამედროვე ბრიტანული თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა – ნიკოლას ჰაიტნერია. „Allelujah!“ ბენეტისა და ჰაიტნერის მეათე კოლაბორაციაა.
სპექტაკლის პრემიერა მიმდინარე წლის ზაფხულში შედგა, კინოეკრანებზე კი ის ევროპის მასშტაბით 1 ნოემბრიდან გამოვიდა.
სიუჟეტი იორკშირის „ბეთლემ ჰოსპიტალში“ ვითარდება და იქ მყოფი მოხუცების, მათი მომვლელებისა და ოჯახის წევრების ისტორიას გვიყვება. ჰოსპიტალში უამრავი პრობლემაა, რაც ერთი შეხედვით უხილავია. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გამოაშკარავდება, დაწესებულების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამას ისიც ემატება, რომ ჰოსპიტალში, პაციენტების მდგომარეობისა და არსებული სიტუაციის ასახვის მიზნით დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფი მოდის, რაც კიდევ უფრო კრიტიკულ სიტუაციაში აგდებს ხელმძღვანელობას.
სპექტაკლში მთავარ როლებს სემუელ ბარნეტი, სემ ბონდი, საშადავანი, პატრისი ინგლენდი და დებორა ფინდლი თამაშობენ.
ერთჯერადი ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ სამშაბათს, 6 ნოემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.