გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

event cinema – „მაკბეტი“

თუ მძაფრი შეგრძნებები და კლასიკური დრამები გხიბლავთ, მაშინ 24 ივლისს ნამდვილად უნდა ესტუმროთ კინოთეატრ „ამირანს“ და შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და შთამბეჭდავი პიესის „მაკბეტის“ დადგმა დიდ ეკრანზე იხილოთ.  ორსაათნახევრიანი წარმოდგენა გუგლრილს ნამდვილად არავის დატოვებს. 

სიუჟეტი მე-17 საუკუნის შოტლანდიაში ვითარდება. სისხლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ განადგურებულ ქვეყანაში გადარჩენისთვის იბრძვიან. არეულობით კარგად სარგებლობენ ჯადოქრები, რომლებიც მეფის სარდალს, მაკბეტს ტახტზე ასვლას უწინასწარმეტყველებენ, ოღონდ ამის წინაპირობა მეფის მკვლელობა. თავგზააბნეული მაკბეტი საგონებელშია, სამეფო ტახტი მისთვის წარმოუდგენელი ოცნებაა, თუმცა ამის საფასურიც ძალიან დიდია.

ლონდონის ნაციონალური თეატრის სპექტაკლი ბრიტანეთის კინოთეატრებში ლაივ რეჟიმში 10 მაისს გავიდა, შემდეგ კი, მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო მოგზაურობა. დადგმის რეჟისორი რუფუს ნორისია, მაკბეტს და ლედი მაკბეტს კი რორი კინერიერი და ან-მარი დაფი ასრულებენ.

ჩვენება გაიმართება 24 ივლისს, 19:30 საათზე.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა