Event Cinema – „მეფე და მე“
Event Cinema და კინოთეატრი ამირანი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელი მიუზიკლის, ლინკლონის ცენტრის Vivian Beaumont-ის თეატრის დადგმის „მეფე და მე“ კინოჩვენებას.
„მეფე და მე“-ს სასცენო ისტორია ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ის თეატრალური და მუსიკალური სამყაროს ლეგენდარული ფიგურების – კომპოზიტორის რიჩარდ როჯერსის და დრამატურგის ოსკარ ჰამერშტეინის მეხუთე ერთობლივი ნამუშევარია. მიუზიკლის პრემიერა 1951 წელს შედგა ბროდვეიზე და მალევე იქცა იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წარმოდგენად. სამწლიანი უწყვეტი დადგმებისა და გასტროლების შემდეგ, მომდევნო ათწლეულებში მიუზიკლი არაერთხელ იქნა აღდგენილი მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე.
მარგარეტ ლანდონის 1944 წელს გამოცემულ ნოველაზე დაფუძნებულ სპექტაკლში მოქმედება 1860-იანი წლების ტაილანდში, ბანგკოკში ვითარდება და სიამის მეფისა და ბრიტანელი სკოლის მასწავლებლის, ანას უცნაურ, მაცდურ ურთიერთობას გვიყვება. მოდერნისტ მეფეს სიამში მასწავლებელი ჩამოყავს, რომ მის ცოლებს და შვილებს ინგლისური ენა ასწავლოს. ეს ერთი შეხედვით კარგად გათვლილი, რაციონალური გადაწყვეტილება თავბრუდამხვევი აღმოჩნდება მეფისთვის და თავდაყირა აყენებს მის ცხოვრებას.
მიუზიკლის ბოლო განახლებული ვერსია 2015 წელს დაიდგა ნიუ იორკში, ლინკლონ ცენტრის Vivian Beaumont Theater-ში. რეჟისორ ბარტლეტ შერის წარმოდგენა მიუზიკლს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიად იქნა აღიარებული. „მიუზიკლის ოქროს ხანის ერთ-ერთი უდიდესი წარმოდგენა“ – ასე შეაფასეს ის კრიტიკოსებმა. რეჟისორი და მსახიობები კი არაერთი ჯილდოს მფლობელები გახდენენ. ლინკოლნის ცენტრში 16 თვიანი წარმატებული დადგმების შემდეგ სპექტაკლმა ლონდონში გადაინაცვლა და 2018 წლის შემოდგომაზე პალადიუმის თეატრში ის კინოეთეატრებისთვისაც ჩაიწერა. მიუზიკლში მთავარ როლებს ტონის ჯილდოს მფობელი კელი ოჰარა და ოსკაროსანი კინოვარსკვლავი, კენ ვატანაბი ასრულებენ.