გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – მიქელანჯელო, სიყვარული და სიკვდილი

მიქელანჯელოს ცხოვრების ისტორია და მისი შედევრები დიდი ეკრანზე  Event Cinema  და კინოთეატრი „ამირანი“ წარმოგიდგენთ ფილმ-გამოფენას „მიქელანჯელო  სიყვარული და სიკვდილი“.

რენესანსის ეპოქის უდიდესი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის შემოქმედება იმდენად მასშტაბური და ენიგმატურია, დღემდე დაუჯერებლად გვეჩვენება, როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ცხოვრება საკმარისი ყოფილიყო ამდენი რამის შესაქმნელად. დევიდ ბიკერსტაფის საათნახევრიანი ფილმი მიქელანჯელოს ნამუშევრებთან ერთად მისი პირადი ცხოვრების დეტალებსაც იკვლევს და ცდილობს, არტისტის იდუმალი მხარეების ამოცნობაში დაგვეხმაროს.

ფილმში უნიკალური მასალაა თავმოყრილი. ეს არის კინემატოგრაფიული მოგზაურობა იტალიის ქალაქებსა და მუზეუმებში, ყველგან, სადაც მიქელანჯელომ საკუთარი კვალი დატოვა. ავტორი ხელოვნების ექსპერტებთან ერთად ცდილობს გამოიკვლიოს, როგორი იყო ეს ქარიზმატული გენიოსი ცხოვრებაში, როგორი ურთიერთობა ჰქონდა თანამედროვეებთან და რა იყო მისი სრულყოფილების არსი.

„ის იყო პირველი არტისტი, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა სახელგანთქმული და სიცოცხლეშივე მიუძღვნეს წიგნები – 2 ბიოგრაფია დაიბეჭდა მის შესახებ. ღმერთივით ფიგურა იყო, რომელმაც რენესანსი განვთარების პიკში აიყვანა“  აღნიშნავს ბრიტანელი არტ-კრიტიკოსი, ჯონათან ჯონსი.

ფილმის ერთჯერადი ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 19 ივნისს

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა