გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „ახალგაზრდა პიკასო“

19 თებერვალს, კინოთეატრ „ამირანში“ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი არტისტის, პაბლო პიკასოს შესახებ გადაღებული დოკუმენტურ ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფილ გრაბსკის „ახალგაზრდა პიკასო“ Event Cinema-ს ფილმების ციკლის „გამოფენა ეკრანზე“ უახლესი ნამუშევარია. ის 2019 წლის თებერვლიდან გამოვიდა გაქირავებაში. პიკასოს შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული, თუმცა, მათ უმეტესობაში მხატვრის ცხოვრების ბოლო ათწლეულები, მისი სამუშაო გარემოა და ურთიერთობებია აღწერილი. ანუ ის პერიოდი, როცა პიკასო უკვე შემდგარი და გავლენიანი არტისტია და მის შესახებ ისედაც ბევრი რამ არის ცნობილი. ფილ გრაბსკი კი მხატვრის ახალგაზრდობის წლებს აღწერს და გვიყვება, სად და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ იყო მისი ოჯახი, როგორი აღზრდა და განათლება ჰქონდა მხატვარსა ბავშვობაში და რა ფაქტორებმა განაპირობა მისი საოცარი მიღწევები შემოქმედებაში.

ფილმი პიკასოს ადრეული შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან წლებს, ე.წ. ცისფერ და ვარდისფერ პერიოდებს იკვლევს. იმ დროისთვის მხატვარი მალაგაში, ბარსელონასა და პარიზში ცხოვრობდა და სწორედ ამ სამმა ქალაქმა იქონია მასზე უდიდესი გავლენა. რეჟისორი ამ ქალაქების მუზეუმებს სტუმრობს და იქ დაცული ნამუშევრების მიხედვით ცდილობს, გაგვაცნოს, როგორი იყო მხატვრის ცხოვრება იმ პერიოდში და რა გავლენები და ინტერესები ჰქონდა მას კარიერის დასაწყისში.

„ახალგჰაზრდა პიკასოს“ ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ 19 თებერვალს, 19:30 საათზე გაიმართება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა