Expago – ახალი ტურისტული აპლიკაცია
„ახალი ქართული მობილური აპლიკაცია – Expago პლატფორმაა, რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს ადგილობრივი ექსპერტებისგან უნიკალური და ავთენტური გამოცდილება მიიღონ“, – ამბობს თბილისის სტარტაპ ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, გური ქოიავა.
აპლიკაცია მოგზაურებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველო და მსოფლიო ადგილობრივების თვალით აღმოაჩინონ, დაამყარონ მათთან პერსონალური კავშირები და ამით ორიგინალური გამოცდილება მიიღონ. Expago ისეთ ადგილებსა და ტურებზე იმუშავებს, რომლებსაც მოგზაური დამოუკიდებლად, ადგილობრივების ცოდნის გარეშე ვერ მიაგნებს.
პლატფორმაზე უკვე ასზე მეტი ადგილობრივი ექსპერტია რეგისტრირებული. ისინი მოგზაურებს დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მოემსახურებიან.
სათავგადასავლო, კულტურული და სპორტული შეთავაზებების გარდა, პლატფორმა მომხმარებელს თბილისის ღამის ცხოვრების გაცნობაშიც დაეხმარება და მას მეგზურობას გაუწევს.
Expago-ს დახმარებით, შეგიძლიათ მაღალი ხარისხის ხმის სისტემითა და ვიზუალით გაფორმებულ ღამის კლუბებში იცეკვოთ, ან ხალხმრავალ პაბეში მიირთვავ ლუდი და თან ადგილობრივ ბენდებს მოუსმინოთ. Expago-ს ექსპერტები დაგეხმარებიან ქალაქის ვიწრო, მიუვალი ქუჩები აღმოაჩინოთ, ან ასტრონომებთან ერთად დააკვირდეთ ციურ სხეულებს.
„Expago-ს ორი მიზანი აქვს: დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ტურიზმის სფეროში და მოგზაურებისთვის უნიკალური გამოცდილების შეთავაზება“, – ამბობს გური ქოიავა.