გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“

26 მაისს ფესტივალი „დამოუკიდებლობის დღე“ გაიმართება, რომელსაც ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live გაუწევს ორგანიზებას. ფესტივალი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და მასში მონაწილეობას კომპანიის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ჯეიმს ბლანტი მიიღებს. საქართველოს იგი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვევა და ცნობილ ჰიტებთან ერთად, სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან, Afterlove-იდანაც შეასრულებს.

ფესტივალზე ასევე იხილავთ სამხრეთაფრიკულ ჯგუფს The Parlotones, ხოლო საქართველოდან ჯგუფებს Young Georgian Lolitaz-სა და Loudspeakers.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული. კომპანია მსოფლიო წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს და მიზნად საქართველოში მასშტაბური ფესტივალების, კონცერტებისა და შოუების განხორცილებას ისახავს. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა