გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარის" პრემიერა

ტენერიფეს, თბილისის და ბოლონიის საოპერო თეატრების ერთობლივი პროდუქცია

26,27,29 თებერვალს და 1 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“-ს პრემიერა გაიმართება. ეს დადგმა წარმოადგენს Auditorio de Tenerife-ს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ თანადაფინანსებით.

პროექტის მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში ჩატარდა მომღერლების მოსმენები, სადაც მონაწილეობა მიიღო 181-მა შემსრულებელმა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან. მოსმენებს ატარებდნენ პროექტის სამხატვრო საბჭოს წევრები: ალეხანდრო აბრანტე (Opera de Tenerife - ს ინტენდანტი); ჯულიო ძაპა (აკადემია Opera(e)Studio-ს ხელმძღვანელი); ხოსე ლუის რივერო (Auditorio de Tenerife-ს სამხატვრო ხელმძღვანელი); ბადრი მაისურაძე (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი); ფულვიო მაჩარდი (ბოლონიის  Teatro Comunale-ს ინტენდანტი).

მოსმენების შედეგად შერჩეულმა პროექტის ათმა მონაწილემ ტენერიფეში გაიარა ორთვიანი ინტენსიური კურსი ვოკალში, სამსახიობო ხელოვნებაში, ქორეოგრაფიაში ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. პროექტის კულმინაციაა - თანა-პროდუქციის გაეტანო დონიცეტის ოპერა ,,სიყვარულის ნექტარი“-ს ჩვენება ყველა მონაწილე ქვეყანაში - ესპანეთი, საქართველო, იტალია (4 სპექტაკლი თითოეულ ქვეყანაში).

ესპანეთში „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

26,27,29 თებერვალს და 1 მარტს კი „სიყვარულის ნექტარი“ ნაჩვენები იქნება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რის შემდეგაც სპექტაკლი გაემგზავრება იტალიაში.

 სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის პაბლო მარიტანოს შთაგონების წყარო კინემატოგრაფიის ოქროს ხანაა. ჯადოსნური სამყარო შეიქმნა იმ პერიოდის ჰოლივუდის ფილმების გადასაღებ მოედნებისგან. რეჟისორი ასე გადმოსცემს სპექტაკლის მთავარ იდეას: „სიყვარული ეს მხატვრული ფილმია,ფილმის სცენარი, რომელიც, თავის მხრივ აღებს კარებს, რათა პატივი მიაგოს „ოქროს ხანას“ ოცნებების იმ დიდებულ ფაბრიკას, რომელსაც კინო ეწოდება“.

სპექტაკლის დირიჟორები - კახი სოლომნიშვილი და ლევან ჯაგაევი, სცენოგრაფი - სერენა როკო, კოსტიუმების მხატვარი - ლორენა მარინი, განათების მხატვარი - ვირჯინიო ლევრიო.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა