GARI SUN | გარიყულა
09.09.2020❝ყველა, ვინც ჩამოდის, გვეუბნება, რომ რა მაგარია, ჩვენც გვინდა ასეთი რაღაც რომ გვქონდეს. მერე ვხვდებით, რომ ძალიან მდიდრები ვართ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი რაღაც❞.
სოფელ გარიყულაში მეხუთე წელია არსებობს საბავშვო ბიბლიოთეკა - „მომავლის ბიბლიოთეკა გარიყულაში“. დღეს, ეს უკვე არაფორმალური განათლების, კულტურის სათემო ცენტრია სოფელში, რომელსაც მხოლოდ ბავშვები მართავენ. ოთხი წლის მანძილზე, ამ სივრცეში 50-ზე მეტი შეხვედრა, ლექცია, სემინარი თუ სახელოსნო გაიმართა. ჩატარდა სამი ფესტივალი. ბიბლიოთეკა 2016 წელს ბავშვების ინიციატივით და ინდიგოს მხარდაჭერით შეიქმნა.