გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Global Finance-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოა

საერთაშორისო ჟურნალმა Global Finance-მა  საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები გამოცემამ უკვე მერვედ გამოავლინა.

„ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე, არის მოტივაცია, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენს მომხმარებლებს  კიდევ უფრო სწრაფი და საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ მათთვის სასურველ არხში, მოვერგოთ მათ მუდმივადცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

საერთაშორისო გამოცემა Global  Finance 1987 წელს დაარსდა.  ყოველთვიური ჟურნალი 50,000-ზე მეტი ტირაჟით  მსოფლიოს 193 ქვეყანაში ვრცელდება. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში საუკეთესოთა შორის მოხვედრა ბანკებისთვის პრესტიჟული და მნიშვნელოვანია.

Global Finance-ის გამარჯვებულები, როგორც წესი არა ყველაზე  დიდი, არამედ საუკეთესო ბანკები არიან. კერძოდ კი, ის ბანკები, რომლებსაც მომხმარებლები განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევენ.

Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაასახელა. ისინი კი თავის მხრივ დაეყრდნენ  თავად ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, რომელიც ასახავდა 2021 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის 30 ივნისის პერიოდში გაწეულ სამუშაოს. სარედაქციო საბჭომ დამოუკიდებლადაც მოიკვლია და შეაფასა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები.  

„როცა საქმე ეხება კერძო საბანკო მომსახურებას, ბიზნესის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მცოდნე,  დახვეწილი ხალხია, რომლებმაც შესანიშნავად იციან ამ სფეროს საჭიროებები“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა და თქვა, რომ გამოცემა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის  მსოფლიოში საუკეთესო ბანკებად აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აღწევენ  დიდ წარმატებას, როგორც რიცხვებში, ასვე მომხმარებლებისთვის სერვისებში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ბანკი Global Finance -ის რეიტინგში ხვდება. მაგალითად, გასულ წელს მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 2022 წელს საუკეთესო კასტოდიან ბანკიც გახდა,  საუკეთესოდ შეფასდა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციაც .

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა