გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გაიცანით „გუდვილის დიეტა“

როცა დიეტაც გემრიელია

სწორი კვების ჩვევა არც ისეთი რთული და შემზღუდველია, როგორც ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია. ჯანსაღი კვება არც მკაცრ აკრძალვებს გულისხმობს და არც საყვარელ საკვებზე სრულიად უარის თქმას. მთავარი საიდუმლო საკვების სწორად დაჯგუფებასა და დაბალანსებულ რაციონშია.

სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, ექიმ-ენდოკრინოლოგმა ნინო ჯიქურაულმა შექმნა „გუდვილის დიეტა“.

„ეს არის მრავალფეროვანი მენიუსგან შემდგარი, სწორი კვების ჩვევის გამომუშავებისთვის რეკომენდებული რაციონი. ვეცადეთ დიეტა ყოფილიყო ეფექტური და, ამავდროულად, სასარგებლოც. „გუდვილის“ დიეტა შიმშილის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან შიმშილით გამოწვეული სტრესი მაღალკალორიულ საკვებზე მოთხოვნილებას ამწვავებს. საკვების სწორი კომბინაცია და ბალანსი კი დანაყრებისა და კომფორტის შეგრძნებას დაგიტოვებთ. მთავარი რჩევაა, დაიცვათ მითითებული მენიუ, მიირთვათ ერთსა და იმავე დროს და ყურადღება მიაქციოთ ძილის ხანგრძლივობას“, – ამბობს ექიმ-ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული.

პროექტის ფარგლებში „გუდვილმა“ მოამზადა დიეტაში მითითებული კერძები. გაითვალისწინა ექიმ-ენდოკრინოლოგის ყველა რჩევა, დაიცვა დიეტისთვის აუცილებელი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სასურველი რაოდენობა.

დღეიდან, დიეტა გახდა გემრიელი, სასარგებლო და, ამავდროულად, მარტივად დასაცავი. „გუდვილის დიეტის“ რაციონი კი ხელმისაწვდომია და მომხმარებელს „გუდვილის“ ნებისმიერ ფილიალში ელოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

– რაციონი გათვლილია – 1200 -1500კკალ ფარგლებში.

– შერჩეული რაციონი ზოგადია და არ ითვალისწინებს ჯანმრთელობის კონკრეტულ დარღვევებს.

– თქვენი ორგანიზმის თავისებურებების გასათვალისწინებლად მიიღეთ რჩევები პირადი ექიმისაგან.

– თუ სხვა მითითება არ გაქვთ, მიიღეთ წყალი დღეში ≥1,5-2ლიტრი.

– წახემსების სახით სასურველია მიიღოთ ხილი. აუცილებლად გაითვალისწინეთ კალორაჟი და რაოდენობა.

– კვების რეჟიმის დაცვა მნიშვნელოვანია სასურველი მიზნის მისაღწევად.

დღე 1:

საუზმე: მოხარშული წიწიბურა – 120გრ, ხაჭო – 100გრ, მაწონი – 100გრ

სადილი: ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ-სუპი 200გრ, ქათმის ფილე მოხარშული – 150გრ, აისბერგის სალათი 200გრ, ორცხობილა – 20გრ

ვახშამი: ბოსტნეულის გარნირი – 200გრ, ქათმის ფილე მოხარშული – 100გრ

დღე 2:

საუზმე: მოხარშული წიწიბურა – 120გრ, ყველი სულგუნი – 50გრ, მაწონი – 200გრ

სადილი: ბარდის კრემ-სუპი – 200გრ, საქონლის კატლეტი შვრიით 100გრ, სალათი ვიტამინი 200გრ, ორცხობილა – 20გრ

ვახშამი: კარტოფილის ზრაზა ორაგულით – 150გრ, წითელი კომბოსტოს სალათი – 200გრ

დღე 3:

საუზმე: ხაჭო – 150 გრ, მაწონი – 200მლ, ბროკოლის სალათი კვერცხით – 100გრ ან მოხარშული ბროკოლი – 200გრ

სადილი: ბოსტნეულის გარნირი – 100გრ, კალმახი გრილზე მოხარშული – 200გრ, ბრინჯი მოხარშული – 120გრ

ვახშამი: ქამა სოკოს კრემ-სუპი – 200გრ, აისბერგის სალათი – 200გრ, ყველი – 40გრ

დღე 4:

საუზმე: ხაჭო – 100 გრ, მაწონი – 200მლ, სალათი ვიტამინი – 100გრ

სადილი: ბადრიჯანი ახალი მწვანილით – 200გრ, ქათმის ფილე მოხარშული – 150გრ, ბრინჯი მოხარშული – 130გრ

ვახშამი: ქათმის სალათი – 200გრ, სოკო ჩაშუშული – 150გრ

დღე 5:

საუზმე: ხაჭო – 100 გრ, მაწონი – 200მლ, მოხარშული წიწიბურა – 100გრ

სადილი: ბროკოლის კრემ-სუპი – 200გრ, კარტოფილის ზრაზი ორაგულით – 200გრ, აისბერგის სალათი – 100გრ

ვახშამი: მოშუშული ისპანახი – 120გრ, საქონლის კატლეტი შვრიით – 100გრ

დღე 6:

საუზმე: მოხარშული ჭარხალი ზეთით და მწვანილით – 150გრ, ყველი – 60გრ

სადილი: ბოსტნეულის გარნირი – 150გრ, ნორვეგიული ორაგული გრილზე – 120გრ, ორცხობილა – 20გრ

ვახშამი: ქამა სოკოს კრემ-სუპი – 200გრ, აისბერგის სალათი – 200გრ, ყველი 40გრ

დღე 7:

საუზმე: მოხარშული წიწიბურა – 100გრ, ყველი – 40გრ, მაწონი – 200მლ

სადილი: ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ-სუპი 200გრ, ქათმის ფილე მოხარშული – 150გრ, აისბერგის სალათი 200გრ, ორცხობილა – 20გრ

ვახშამი: ქათმის ფილე მოხარშული – 100გრ, წითელი კომბოსტოს სალათი – 200გრ, მოხარშული კვერცხი – 1ც.

დღე 8:

საუზმე: ბროკოლის სალათი კვერცხით – 150გრ, მაწონი – 200მლ, ყველი – 50გრ

სადილი: ბოსტნეულის გარნირი – 200გრ, კალმახი გრილზე მოხარშული – 150გრ, პური 1 ნაჭერი

ვახშამი: ქამა სოკოს კრემ-სუპი – 200გრ, აისბერგის სალათი – 200გრ

დღე 9:

საუზმე: მოხარშული ჭარხალი ზეთით და მწვანილით – 150გრ, ყველი – 60გრ

სადილი: საქონლის კატლეტი შვრიით – 150გრ, ისპანახის ფხალი ნიგვზით – 150გრ

ვახშამი: ხაჭო – 150 გრ, მაწონი – 200მლ

დღე 10:

საუზმე: მოხარშული წიწიბურა – 100გრ, მაწონი – 200მლ, ყველი – 40გრ

სადილი: ბადრიჯანი ახალი მწვანილით – 200გრ, ქათმის ფილე მოხარშული – 200გრ

ვახშამი: ყვავილოვანი კომბოსტოს კრემ-სუპი – 200გრ, მოშუშული ისპანახი – 120გრ

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა