გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ინდიგო N9

იდეალური სილამაზე სექსუალურ ლიბერალიზაციაში

20 ან 21 წლის ვიყავი, პირველად დიდ, საიდუმლოებებით მოცულ ბეტონის ბრუტალურ შენობაში როცა აღმოვჩნდი, რომელიც ერთ დროს ენერგოქარხანა იყო. შენობაზე მოყოლილი ისტორიების საფუძველზე შევეცადე, ჩემი თავი მორალურად მომემზადებინა და შოკის ალბათობა შემემცირებინა, მაგრამ ისტორიები არაფრად გამომადგა. შემდგომი თვეები ვერ ვაჩერებდი ენას და გაუთავებლად ვყვებოდი ისტორიებს ამ ბეტონითა და ოფლით გაჯერებულ სამოთხეზე, სადაც ყოველგვარი ადამიანური ცდუნება შენ თვალწინ იშლება.

ჩემი ყველაზე დიდი ცდუნება კი, ცნობისმოყვარეობა და კითხვებზე პასუხების მიღებაა. ამის დასაკმაყოფილებლად კი კამერა საუკეთესო ხელსაწყოა. კონკრეტულად ამ ბეტონის შენობაში ფოტოგადაღება სასტიკად აკრძალულია და მიუხედავად უდიდესი სურვილისა, დღემდე მაინც პატივისცემით ვეკიდები ამ აკრძალვას. მაგრამ ის, რაც შენობის გარეთ ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო სწორად, ყოველ „ვიკენდურ“ ცხოვრებაში, არანაკლებ აღმაფრთოვანებელი და საინტერესოა. ეს შენობა ბევრად მეტია, ვიდრე შენობა, იგი ქმნის და აერთიანებს არაერთ სუბკულტურას, ეროვნებას, ეთნოსს თუ ორიენტაცი

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა