გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

"იულიუს კეისარი" - Event Cinema

კინოთეატრი ამირანი წარმოგიდგენთ ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის, იულიუს კეისრის ისტორიას დიდ ეკანზე. მხოლოდ ერთი დღით, 1 მაისს, ლონდონის ნაციონალური თეატრის დადგმა კინოში შეგეძლებათ ნახოთ.

სპექტაკლი იულიუს კეისრის ცხოვრების ბოლო პერიოდს ასახავს. აზიაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, კეისარი ტრიუმფით ბრუნდება რომში. ქუჩებში უამრავი ხალხია გამოსული და ოვაციებით ეგებებიან მას. კეისრის პოპულარობა პიკს აღწევს. თუმცა,  ქალაქის ელიტარულ წრეებში მისი ერთპიროვნული ძალაუფლება და ასეთი მასშტაბის გავლენა მოსახლეობაზე არ მოსწონთ მისი განეიტრალების გეგმას ამუშავებენ. გარკვეული დროის შემდეგ შეთქმულები მართლაც ახერხებენ კეისრის მოკვლას. თუმცა, ამის შემდეგ ქვეყანას მასობრივი არეულობა მოიცავს. რომში ხელახლა იწყება  სამოქალაქო ომი.

ნიკოლას ჰაიტნერის 2 საათიანი დადგმა მაყურებელს რეალურ განცდას უქმნის, თითქოს თავადაც ესწრება რომის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს და ახლოდან ადევნებს თვალს კეისრის თავგადასავალს. არაკოსტიუმირებული დადგმა, სადაც მსახიობებს, ჩვეულებირვი, თანამედროვე ტანსაცმელი აცვიათ, განსაკუთრებით საინტერესოს ხდის წარმოდგენას და ვიზუალურ მხარეს სრულიად ახალ დატვირთვას სძენს. სპექტაკლში მთავარ როლებს ასრულებენ: დევიდ ქალდერი, ბენ ვიშოუ, მიშელ ფეირლი და მარკ ენტონი.

წარმოდგენის პრემიერა ლონოდნის ნაციონალურ თეატრში შედგა და მისი ტრანსლაცია ბრიტანეთის კინოთეატრებში 22 მარტს გავიდა. სპექტაკლმა  როგორც კრიტიკოსთა, ისე მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩვენება გაიმართება კინოთეატრ ამირანის მეორე დარბაზში. დასაწყისი: 19:30

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა