გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნინა ნიაკო

სწორ დროს სწორ ადგილას | SOLO X Nina Nyako

სწორ დროს სწორად შერჩეული საჩუქარი ჯადოსნური შეიძლება აღმოჩნდეს, საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენისკენ გიბიძგოს და სრულიად ახალი შესაძლებლობების ფანჯარა დაგანახოს. სწორედ ასეთი, მომავლის განმსაზღვრელი, გამოდგა მამის ნაჩუქარი პლანშეტი ნინა ნაიკოსთვის. 13 წლისამ სწორედ ამ პლანშეტით დაიწყო ფოტოების გადაღება. მერე მიხვდა რომ მთელი ეს პროცესი - დაკვირვება, გადასაღები ადგილების, ადამიანების შერჩევა, მათი აღბეჭდვა, ფოტოების დამუშავება და სხვებისთვის გაზიარება განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. მამის საჩუქრით დაწყებული ჰობი, მალე მთავარ საქმიანობად აქცია და დღეს პროფესიონალი ფოტოგრაფია.

პროფესიულ ზრდასთან ერთად კი, როგორც ხდება ხოლმე, დროის მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა - არც ერთი ზედმეტი წამი არ უნდა დაიხარჯოს იმაში, რაც წესით მარტივი მოსაგვარებელია.

სწორედ ამ გამოცდილების მისაღებად გადაწყვიტა ნინა ნაიკომ SOLO-ს მომხმარებელი გამხდარიყო.

“მომწონს SOLO-ს პრიორიტეტული მომსახურება და ანაბრის სპეციალური ტარიფები, გარკვეული ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე, ასევე SOLO PLUS ბარათი, რომლითაც ბევრად მეტ ქულას ვაგროვებ, სპეციალური შეთავაზებები და სწრაფი მომსახურება”, - ამბობს ნინა, რომლისთვისაც ფინანსების მართვა და გადანაწილებაც SOLO-ს დახმარებით მნიშვნელოვნად გამარტივდა.

არსებული სერვისების შენარჩუნებასთან ერთად იზრდება SOLO-ს მიერ მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება, სწორედ ამიტომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით ბაზარზე ახალი პროდუქტი SOLO X ჩაეშვა.

SOLO X თავის მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც ბანკირის ჩართვის გარეშე, ფინანსების დამოუკიდებლად მართვას შესაძლებელს ხდის. პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად SOLO X მომხმარებელს  სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე -  ინეტრნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილბანკსა და SMS ბანკზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და ნაშთის მიხედვით ანგარიშზე დარიცხული მაღალი სარგებელი.

SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია წელიწადში 800 ექსკლუზიური შეთავაზება და ფასდაკლება,  SOLO ღონისძიებებზე, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებზე დასწრება.  SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზეც მათთვის ექსკლუზიური ფასებია.

SOLO X – ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://solo.ge/ka/solo/products/solo-x

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა