ჯაზისა და ღვინის ფესტივალი კახეთში
კახეთში, წინანდლის მამულებში ჯაზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება. კახეთი ფესტივალს უკვე მეშვიდედ მასპინძლობს და 14 ოქტომბერს, 13:00-ზე, ტრადიციულად, ღვინის დეგუსტაციით აიღებს სტარტს.
ფესტივალს, როგორც წესი, ყოველ წელს ჰყავს კონკრეტული სტუმარი ქვეყანა - 2023 წლის სტუმარი ქვეყანა იტალია იქნება, ასევე ფესტივალში სულ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალის პროგრამა:
13:00 - ღვინის დეგუსტაცია
14:00 - 17:00 ამფითეატრის სცენაზე სალთ პინათს შოუ, სპეციალური სტუმრით სარა ჯეინ გიოტი;
14:00 -17:00 იტალიელი მზარეულის მაურიციო სიცილიანოს იტალიური კერძების დაგემოვნება
15:00 სქეჩბუქ დუო
19:00 ბოლრუმის სცენაზე თეო ქროკერის კვარტეტის კონცერტი
21:00 ამფითეატრი - მო'ჰორაიზონსის კონცერტი
„ჯაზისა და ღვინის ფესტივალის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ქართული და უცხოური ქვეყნის ღვინოები. წლევანდელ ფესტივალზე 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.
მათთვის, ვინც იცის თავისუფლების გემო
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ - თიბისი Visa ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 15%.
ფესტივალის ოფიციალური სპონსორია VISA