გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა

კირკე – ცეკვის და თეატრის
ექსპერიმენტული პლატფორმა
/
Circe – Experimental Platform for
Dance and Theatre

circeplatform@gmail.com
www.circeplatform.com

თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის სინთეზი

პლატფორმის მიზანია თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში. პროექტი ქართველ საზოგადოებას გააცნობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე შესთავაზებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს.

დაგეგმილი ღონისძიებები

კირკე  ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წამორგიდგენთ პერფორმანსს: „ახლოს“  ქრისტინა ციუპკე, აიშე ორონი

„როდესაც მიახლოვდები, ყველა ჩემი შეგრძნება შენი ფიზიკური სიახლოვის ინტენსივობით ივსება. როდესაც უკან იხევ, ჩვენი შეხვედრის გავლენა რჩება. როდესაც ჩვენ შორის მანძილი იზრდება, ჩემი ცნობიერება ხედვიდან წარმოსახვაზე გადადის. ყურადღება ყოფს სივრცეს ჩვენ შორის“. 

ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი საერთო პერფორმანსის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ეს პერფორმანსი kannst du mich umdrehen-დან იღებს სათავეს, რომელზეც ქრისტინა ციუპკემ და ნიკ ჰაფნერმა იმუშავეს 2011 წელს.

ორი ქორეოგრაფი ფიზიკური შეხვედრის სწორედ ამ წარსულს უღრმავდება. მაშინ როდესაც მოძრაობები მცირდება, სიახლოვესა და მანძილს შორის თამაშის ინტენსიობა იზრდება. ციუპკე და ორონი უცნაური სიზუსტით გადმოსცემენ ტემპს, უთანხმოებას, მასას და უმოძრაობას, სადაც ურთიერთობის ინტიმურობა სიჩუმის გამრღვევი ხმით შემთხვევით გაწყდება ხოლმე.

თარიღი: 1, 2 ივნისი
დრო: 20:00
მოძრაობის თეატრი
182, აღმაშენებლის გამზირი, მუშტაიდის ბაღი

ონლაინ ბილეთები: https://bit.ly/2FtyvaN
ფიზიკური ბილეთები:
• მოძრაობის თეატრის სალარო
• Black Dog Shop  ე. ნინოშვილის 8. ფაბრიკა

Christina Ciupke და Ayse Orhon-ის ვორქშოფი

ვორქშოფი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოძრაობებითა და კინესთეტიური ცნობიერების ამაღლებით. ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი ვორქშოფში წარმოაჩენენ ყველა იმ პრაქტიკისა და კომპოზიციის პრინციპებს, რომლებიც პერფორმანსის „ახლოს“ შექმნის პროცესში ჩამოყალიბდა. კონკრეტული მოძრაობების საშუალებით ვორქშოფი ფიზიკური სიახლოვისა და დისტანციის ინტენსიობას უღრმავდება.

თარიღი : 31 მაისი
დრო : 10:00  13:00
ადგილი: კლუბი KHIDI

ბიოგრაფია:

ქრისტინა ციუპკე  პერფორმერი და ქორეოგრაფი ბერლინში მოღვაწეობს. მისი პროექტები ცეკვასა და ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, სადაც მთავარ თემებად მოიაზრება დისტანცია, სიახლოვე, ინტიმური ურთიერთობები, დროის შეგრძნება- და სადაც საზოგადოებისა და პერფორმერების მუდმივი კონტაქტი იგრძნობა.

მას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ქორეოგრაფთან Nik Haffner, Mart Kangro, რეჟისორთან Lucy Cash, ვიზუალურ არტისტთან Lars Ø Ramberg, კომპოზიტორებთან: Boris Hauf და dramaturge Igor Dobričić. 2003 წლიდან 2004 წლამდე ქრისტინა იყო მოწვეული არტისტი კარლსრუეს ხელოვნებისა და მედიის ცენტრში (Centre for Art and Media Karlsruhe (ZKM). 2013 წელს ამსტერდამის ხელოვნების სკოლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ქორეოგრაფიის მიმართულებით. მან Hoffnungsträgerin-ის ჯილდო მოიპოვა Tanz Yearbook 2014-ის ფარგლებში. 2016 წლიდან ის Tanzfabrik Berlin-ში გაერთიანებული არტისტების გუნდის წევრია.

აიშე ორონი  როგორც პერფორმერი 2001 წლიდან მოღვაწეობს. მას უმუშავია Aydın Teker და Emmanuelle Huynh, ასევე ვიდეო არტისტთან Gülsün Orhon.

აიშეს დამთავრებული აქვს Artez (HKA) 2001 წელს და Master of Choreography program in Amsterdam (AHK) 2013 წელს. აიშეს შემოქმედება, თავისი შესრულებით წარდგენილი იყო სხვადსხვა ევროპულ ფესტივალებზე, როგორებიცაა: Can You Repeat? (2007), hava (2009), ÇOK (2010), folk (2011).

1997 წლიდან იგი, ასევე, მოძრაობის თერაპიის განხრითაც მუშაობს. ის იყო მოწვეული ლექტორი CNDC Angers და two Dance Departments სტამბულში 2002 წლიდან.

CIRCE /Experimental Platform for Dance and Theatre synthesis of contemporary dance, theatre and music/ . from Tata KA on Vimeo.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა