კონცერტი, როცა მსმენელს თვალებში ვერ უყურებ
უჩვეულო რეალობის წინაშე დამდგარი მსოფლიო ახალ გარემოებებთან და ცხოვრების წესთან ადაპტაციას ცდილობს. ვიდრე ექიმები და მეცნიერები პლანეტის გადარჩენისთვის მუშაობენ, ცხოვრება იზოლაციაში გრძელდება და ერთმანეთის მხარდაჭერით გვიწევს საერთო გამოწვევებთან გამკლავება. ერთი, რაც ამ პერიოდში აშკარად გამოჩნდა, ისაა, რომ ფილმების, წიგნების თუ მუსიკის გარეშე ამ ყველაფრის გადატანა გაცილებით რთული იქნებოდა. ზოგმა პირველ დღეებშივე ჩამოწერა სია, თუ რას წაიკითხავდა, ნახავდა და მოისმენდა უახლოეს თვეებში.
ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებით რთულად სწორედ შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებზე აისახა. არტისტების უმეტესობა კონკრეტულ პროექტებზე და აქედან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული. მათი შთაგონების წყაროც დიდწილად აუდიტორიასთან უშუალო ურთიერთობა და ის ენერგიაა, რასაც ამის შედეგად იღებენ. პანდემიის გამო კი ისე მოხდა, რომ მარტის თვეში ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ან გადაიდო ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილი ყველა მუსიკალური, კინო თუ სხვა სახელოვნებო ფესტივალი, მსოფლიო ტურნეები და ადგილობრივი კულტურული ღონისძიებები.
სამყარო უნებლიედ ციფრულ პლატფორმაზე გადავიდა და გამოწვევების მიუხედავად ეს არტისტების საქმიანობასაც დაეტყო. ბევრმა მათგანმა საკუთარი ნამუშევრები უფასოდ განათავსა ინტერნეტში (ფილმები, წიგნები). მუსიკოსებმა ლაივ კონცერტები მოაწყვეს სახლებიდან და ახალი ალბომები პირდაპირ Youtube-ზე, ყველასთვის ხელმისაწვდომად გამოაქვეყნეს (Nine Inch Nails-ის ორი ახალი ალბომი, ბობ დილანის ახალი 17-წუთიანი სიმღერა, ნილს ფრამის ახალი ალბომი, ჯარვის კოკერის DJ სეტის ლაივსტრიმი სახლიდან და აშ.)
გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებას საქართველოს შემოქმედებითი სივრცეც თავისებურად ცდილობს. მარტის ბოლოს რეჟისორებმა საკუთარი ფილმები განათავსეს ინტერნეტში, რამდენიმე ლიტერატურულ პლატფორმაზე წვდომა უფასო გახდა. გაჩნდა სხვა ინიციატივებიც. მელომანებსა და მუსიკოსებს კი მინერალური წყალი ლიკანისგან საჩუქარი ერგოთ SOUNDWAVE Home Session სახით. პროექტი კომპანია Velvet Session-თან ერთად ხორციელდება.
მუსიკის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ქართული პროექტი SOUNDWAVE, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში მსმენელს სხვადასხვა სივრცეში ცოცხალი მუსიკის კონცერტებს სთავაზობდა, ამჯერად მუსიკალურ სესიებს ახალი ფორმატით აგრძელებს - 26 მარტიდან ქართველი მუსიკოსები აკუსტიკური ლაივებით თავიანთი სახლებიდან ერთვებიან და მათი მოსმენა ონლაინ რეჟიმში - მინერალური წყალი „ლიკანის“ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. სამი ჩართვა უკვე გაიმართა. კიდევ 6 მუსიკოსის მოსმენა აპრილის განმავლობაში ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, არის დაგეგმილი.
„ყველა მუსიკოსს აქვს რაღაც ინსტრუმენტი ან ზოგჯერ სტუდიაც სახლში და ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა, ონლაინ ლაივები გაგვეკეთებინა, სადაც პირდაპირი კონტაქტი ექნებოდათ მსმენელთან. ჩვენ ვცდილობთ ასეთი ფორმატი შევინარჩუნოთ, თან მოვუწოდებთ ხალხს, რომ დარჩნენ სახლში და თან ვთავაზობთ კვირაში ორჯერ ონლაინ ლაივებს ვთავაზობთ. გვწერენ, რომ სახლში ყოფნის პირობებში ძალიან მოსწონთ ასეთი ფორმით მუსიკის სმენა და პირდაპირი კომუნიკაცია არტისტებთან. შეუძლიათ შეკითხვები დასუვან მათ, კომენატრები დაუწერონ“, - ამბობს Velvet Session-ის წარმომადგენელი, ლევან შანშიაშვილი. ის პარალელურად ჯგუფ Kid Jesus-ის დამფუძნებელია და აუდიტორიისთვის ონლაინ 23 აპრილს დაუკრავს.
SOUNDWAVE Home Session-ის შემსრულებელთა სია ასეთია: Sexy Bycile, კოტე კალანდაძე, ნიკა კოჩაროვი, გიორგი სიხარულიძე (სიხა), მებო რეინარდი, ერეკლე დეისაძე, გიორგი მარი, Kid Jesus, Aine Merme FKA ნატუკა ნაცვლიშვილი.
ნიკა კოჩაროვი:
„ცხოვრებაში ლაივის ღილაკისთვის თითი არ დამიჭერია და ახლა როგორც კი გამოცხადდა კარანტინი, გადავწყვიტე, რომ ჩემი თავიც და ხალხიც უნდა გამერთო რამენაირად. მგონია, რომ ახლა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან ჩემს გვერდზე, უბრალოდ მეგობრებისთვის ჩავრთე, თან ვსვამდით და ვლაპარაკობდით და თან ვუკრავდი. უცნაური და სასიამოვნო გამოცდილება იყო. მერე ნელ-ნელა უფრო და უფრო დავხვეწე. ვატყობ, რომ ინტერაქცია სჭირდება ხალხს. ერთვებიან ლაივებში და ცოტა ხნით ავიწყდებათ რეალობა. ამიტომ, ვფიქრობ SOUNDWAVE Home Session ძალიან კარგი და დროული იყო. ლაივსაც კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ასევე, ძალიან სწორი და კარგი სვლა იყო მათი მხრიდან ის, რომ მუსიკოსებს ჰონორარს უხდიან ამაში. ეს სტიმულია ჩვენთვის. ასეთ დროს ხომ, მართლა მუშაობ, იგივენაირად იხარჯები, როგორც კონცერტზე და როცა ხედავ, რომ გიფასებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესო გამოცდილება იყო და გამოჩნდა, რომ ამ ფორმითაც შეიძლება ჩვენს მსმენელთა ურთიერთობა იმ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ჩვენ ვართ“.
გიორგი სიხარულიძე (სიხა)„2015 წლიდან ბარსელონაში ვცხოვრობ. აქ ვმუშაობ და მუსიკასაც აქ ვწერ. ბარსელონა ჩემთვის იდეალური ქალაქია, მაგრამ ახლა სახლში ვზივარ უკვე მესამე კვირაა. როცა მიწევს გასვლა, ისეთი პოსტ აპოკალიპტური შეგრძნებაა, მალე შემოვდივარ, არ მსიამოვნებს. რთულია ფსიქოლოგიურად, მაგრამ მაინც ვახერხებ ონლაინ კომუნიკაციით ამის გადატანას. ეს შემოთავაზებაც ლიკანისგან ძალიან კარგ დროს მოვიდა. კარგია, რომ აპათიის მაგივრად აქტივობაში გადავედით. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ამ სფეროს ადამიანები პროაქტიულები ვართ და მალე ვერგებით ხოლმე გარემოსაც. ყოველთვის ვცდილობთ, რაღაც ენერგია გამოვიტანოთ ნებისმიერი სიტუაციიდან.
ონლაინ სივრცე გარკვეულწილად აქამდეც იყო მსმენელთან ურთიერთობის გზა, რადგან მუსიკაში უკვე დიდი ხანია ციფრულ ფორმატში გადაინაცვლა ბევრმა რამემ. ასე ვუსმენთ ალბომებს, ვუყურებთ კონცერტების ჩანაწერებს და ა.შ. ეს გზა აპრობირებული იყო, მაგრამ ახლა უფრო გაფართოვდება, რადგან სხვა გზა არც გვაქვს.
კარგია, რომ აუდიტორიასთან ურთიერთობის ასეთი საშუალება მოგვეცა. უშუალო კავშირს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში გართობის და გულის გადაყოლებისთვის ძალიან კარგი ფორმატია და ვფიქრობ, შეგვიძლია ცოტა მაინც გავუხალისოთ ადამიანებს ყოველდღიურობა“.
ერეკლე დეისაძე:
პანდემიამ სრულიად ახალი რეალობა წარმოქმნა. პირველად მაქვს კონცერტი, როცა მსმენელს ვერ დავინახავ, მე მხოლოდ მათ რაოდენობას შემიძლია მივადევნო თვალი. ამ ფორმით უკვე არაერთი კონცერტი ვნახე, რომელშიც მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსები ერთვებიან. მადლობა soundwaves-ს და ლიკანს, რომ ქართველ მუსიკოსებსაც მოგვეცა ამის საშუალება, ასეთ რთულ დროში ეს კარგი სტიმულია.
#დარჩისახლში და ისიამოვნე მუსიკით! ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 21:00 საათზე SOUNDWAVE Home Sessions - ცოცხალი მუსიკის ტალღა მინერალური წყალი „ლიკანის“ ფეისბუქ გვერდიდან თქვენს სახლებში შემოიჭრება.
მინერალური წყალი „ლიკანი“ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს გისურვებთ!