კოშკების ოსტატი | ბამუ ფილფანი სვანეთიდან
28.10.2020"აქ თითქმის ყოველდღე შემოვდივარ რაღაცისთვის,რაღაც უნდა გავაკეთო, ან ზოგჯერ მეზობელი მოდის, რაღაც სჭირდება, მაშინაც უნდა შემოვიდე.
ზოგიერთს სართული აკლია,ზოგიერთს მეტიც აკლია,ზოგიერთს ქონგურები აკლია და აი, ამას ვაკეთებ.
იფარში ერთი კოშკი ძირიდან ავაშენეთ.
ზედა ფენა, რომელიც გადაუხურავია, ყინულისგან დაზიანებულია იმას ვიღებთ, ვშლით და ხელახლა ვაშენებთ და ვამაგრებთ. ახალგაზრდა როცა ვიყავი, ყველა სართული ჩამონგრეული იყო და იქ ავედი. აქ, მესტიაში, ხერგიანების კოშკზე გარედან ავედი, არც მეშინოდა, ისე დავდიოდი, რა. ერთ დროს დანებსაც ვაკეთებდი, სვანურ დანებს. იმის შემდეგ აქ, ჩვენთან ხარებს ვჭედავდით, ყველა მის ლურსმანს ვაკეთებდი და ასე. მაშინდელივით რომ ვერ დადიხარ, რომ ვიკრიბებით მაშინაც ვამბობ, როგორ დავდიოდი კოშკებზე-თქო. სისხლიც კლებულობს. გულით თვითონ გინდა, მაგრამ ძალა ვერ გყოფნის".
- ბამუ ფილფანი სვანეთიდან