გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ლევან ბუთხუზის 5 რჩეული ტექსტი

[[{"fid":"779","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":false,"field_file_image_title_text[und][0][value]":false,"field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"},"type":"media","field_deltas":{"1":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":false,"field_file_image_title_text[und][0][value]":false,"field_description[und][0][value]":"","field_description[und][0][format]":"filtered_html"}},"attributes":{"height":"525","width":"786","class":"media-element file-default","data-delta":"1"}}]]

01. ტომ სოიერის თავგადასავალი/მარკ ტვენი. იმიტომ, რომ კაცობრიობა წინსვლის ბიძგის გარეშე კაცობრიობა არ არის. ბიძგს კი მხოლოდ და მხოლოდ, ამასთან, მარტოოდენ და განუყოფლად „განდონა ბოვში” იძლევა.

02. აკვიატება სახელად ღმერთი/ / რიჩარდ დოკინსი. იმიტომ, რომ აკვიატება ნევროზია, ნევროზი კი ხელს უშლის სიცოცხლის შეცნობას და ამით ტკბობას.

03. ვინი პუჰი და მისი მეგობრები/ ალან მილნი. იმიტომ, რომ ტომას მორის და ჯონ მილტონის ეს სინთეზი ბავშვობაშივე გარწმუნებს უტოპიის მიზნად დასახვის აუცილებლობაში და გამზადებს, რომ სამოთხის დაკარგვა გარდაუვალია, მაგრამ ამას არ უნდა გადაყვე... რომ „მაი აფერი...”

04. უსიერ ტევრში/ / რიუნოსკე აკუტაგავა. იმიტომ, რომ გვახსოვდეს ‒ სუბიექტური შეფასებების სამყაროში ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს.

05. ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში / ლუის კეროლი. იმიტომ, რომ თუ გოჭი ადამიანად გაიზარდა, საზარელი იქნება. თუ ღორად ‒ ძალიან საყვარელი. მეც ხშირად ვფიქრობ ჩვენს ქართულ წარსულზე, სადაც ზოგი ბავშვი უკარგესი გოჭი იქნებოდა, ადამიანად რომ არ გაზრდილიყო.

 

ლევან ბუთხუზი

რედაქტორი, National Geographic საქართველო

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა