გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლისი დეველოპმენტი
თეგები: #ინდიგო N19

ლისი დეველოპმენტის სოციალური პასუხისმგებლობა

მაისის დასაწყისში კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ და ინდიგომ ერთობლივი კამპანია წამოიწყეს იმ მიზნით, რომ ქალაქის კორპუსების გამწვანებაში თავიანთი წვლილი შეეტანათ. ამ ეტაპზე უკვე გამწვანდა პეკინის #14-ში მდებარე 7-სართულიანი კორპუსი, რომლის აივნებზეც ქოთნებში ჩარგული სხვადასხვა სახეობის ყვავილები დავკიდეთ.

კომპანია, რომელიც 2010 წლიდან არსებობს, ეკოლოგიურად სუფთა და ლამაზი გარემოს შექმნაზე ზრუნავს. თუმცა, თუ აქამდე აქცენტი ძირითადად თავის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამწვანებასა და დასუფთავებაზე ჰქონდა, ამჯერად უკვე ქალაქზე ზრუნვასაც იწყებს. ინდიგოსთან თანამშრომლობა და აივნების გალამაზება პირველი ნაბიჯი იყო, მაისის მეორე ნახევარში კომპანია დამოუკიდებელ პროექტებს განახორციელებს. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, თუმცა დეტალები სიურპრიზია და ძალიან მალე ვნახავთ. მიზანი იგივეა – ქალაქის მასშტაბით გარემოს დაცვაზე, გალამაზებასა და იერსახეზე ზრუნვა.

„ლისი დეველოპმენტი“ წლების განმავლობაში ავითარებს მწვანე ხაზს და საკუთარ მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და კომფორტს სთავაზობს. კომპანიამ პროექტი „მწვანე ქალაქი ლისზე“ 5 წლის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე უკვე დაგეგმილი სამუშაოების დაახლოებით ერთი მესამედი შესრულებულია.

„მწვანე ქალაქი ლისზე“ – ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. 400 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე უკვე 200-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. იქ უკვე აქვთ ოთხი პარკი, საბოლოოდ კი, მათი რიცხვი 7-ს მიაღწევს.

განაშენიანების გარდა, კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ტერიტორიის გამწვანებაზეც ზრუნავს: „ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა 80-20-ზე კონცეფცია“, – აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, მარიამ ოსეფაიშვილი, რას იმას ნიშნავს, რომ იქ ტერიტორიის 80 პროცენტი გამწვანებას, რეკრეაციული ზონების შექმნას და დამატებით ინფრასტრუქტურას დაეთმობა, საცხოვრებელი სახლებისთვის კი მხოლოდ 20 პროცენტია გათვალისწინებული.

კომპანიის მიზანია როგორც თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა, ისე ეკომეგობრული, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება.

„ჩვენ არ ვყიდით კვადრატულ მეტრებს, არამედ ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სიმწვანეს, 24-საათიან დაცვას და დასუფთავებას, სავარჯიშო დარბაზს, აუზს... მთლიანობაში – ახალი ცხოვრების სტილს“, – ამბობს მარიამ ოსეფაიშვილი.

კომპანიაში 15 მებაღეა დასაქმებული, ისინი მცენარეებს ყოველდღე უვლიან და ასუფთავებენ. კომპანიას ასევე ჰყავს ლანდშაფტის დიზაინერი, რომელიც თავიდანვე გეგმავს და არჩევს, თუ სად რომელი მცენარე დაირგოს. მცენარეები „მწვანე ქალაქისთვის“ იტალიიდან ჩამოაქვთ.

კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. გარდა ამისა, უკვე მეექვსე წელია მას Iნტერნატიონალ Property Awards-ის სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებენ. 2016  წელს „ლისი დეველოპმენტმა“ European CEO-ის ჯილდო აიღო ნომინაციაში – ყველაზე მწვანე დეველოპერი (Best Green Developer), რაც ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსია.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა