მარი კორინთელის 5 რჩეული ტექსტი
მარი კორინთელი
"წიგნები ბათუმში", გამომცემელი
იმიტომ, რომ ეს წიგნი არის მოულოდნელად დაშვებული თავსხმა ცხელ ზაფხულში, კუნელზე შემომჯდარი ჩხიკვის ჭახჭახი, უცნობი მეზობლის შემოწოდებული მოხრაკული ხორცი – ზუსტად მაშინ, როცა ძალიან გშია, ფრთები, რომელიც ზღვის კიდეზე დაგასახლებს და ადამიანების რწმენა, რომელიც არასდროს ქრება.
02. მისის დოლოუეი / ვირჯინია ვულფიიმიტომ, რომ ოდესღაც, როცა არც ისე კარგად ვიყავი, კლარისა დოლოუეი მოვიდა პირდაპირ ლონდონის აგუგუნებული ქუჩიდან და ეს მოსვლა ძალიან ჰგავდა გაჭრილ თითზე სულის შებერვას.
03. ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? / ფილიპ დიკიიმიტომ, რომ ყველაზე ლამაზი და ყველაზე გასაგიჟებელი წიგნია სევდაზე, მარტოობასა და სიყვარულზე, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.
04. ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება / რეზო ინანიშვილიიმიტომ, რომ როცა ამ მოთხრობას ვკითხულობ, მაშინაც კი სახლში ვარ, როცა წვიმიან ამინდში ხალხმრავალ კაფეში ვზივარ და ველოდები, როდის შემაშრება გალუმპული ტანსაცმელი.
05. როცა მეტირება, არ ვტირი / მიგელ ოტერო სილვაიმიტომ, რომ როცა ეს წიგნი დავამთავრე, დიდხანს ვფიქრობდი, მართლა წავიკითხე თუ დამესიზმრა ეს მარტოსული, ახალგაზრდა ვიქტორინოები, თავიანთი დიდ-პატარა დარდებით, მართლა არსებობს თუ მე გამოვიგონე ეს სრულყოფილი და უცნაური წიგნი-მეთქი.