მებაღეობა 2.0 | როგორ გავაშენოთ ქალაქში ბაღი - სურვილი და თანამედროვე შესაძლებლობები
თანამედროვე ქალაქები, დიდი მეგაპოლისების ჩათვლით, კონცეპტუალურად უნდა შეიცვალოს, თითქოს, უნდა დაუბრუნდნენ საწყის წერტილს და ბუნებასთან კონტაქტი აღადგინონ. ეს, საერთო პოლიტიკის გარდაქმნისა და ახლებური დაგეგმარების გარდა, ცალკეული ადამიანების, მიკროუბნებისა და სამეზობლოების ინიციატივებზეცაა დამოკიდებული. უკვე ბევრგან გვხვდება იმის პრეცედენტი, თუ როგორ აშენებენ საკუთარ, თუ საზიარო ბაღჩებსა და ბოსტნებს მეზობლები, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრობენ.
სიმწვანესთან დაბრუნების ამ შეუქცევად ტრენდს კი მეტი კომფორტისთვის, მეტი საოცნებო იდეის განხორციელებისთვის, რაც საკუთარი ბაღის შესახებ შეიძლება გქონდეთ, შესაფერისი ხელსაწყოები და მოწყობილობები სჭირდება. ტექნოლოგიები დღევანდელ ბაზარზე ამ მხრივაც სწრაფად ვითარდება. შეიძლება ითქვას, რომ ახალი ტექნოლოგიები, უკვე გამოკვეთილად, არის მორგებული სწორედ მწვანე ზონების შექმნის იდეაზე. „ჭკვიანები ხელსაწყოები“ უკვე აშკარად ეხმარება ადამიანს, ბაღში ფუსფუსი, მიწის დამუშავება, მცენარეთა გახარება, თუ თუნდაც მოსავლის აღება ტექნოლოგიურად გაუმარტივოს, სწრაფად, სასიამოვნოდ და კომფორტულად დააწყებინოს მებაღეობა.
ბრენდ მენეჯერ ანა ზედგინიძესთან ვსაუბრობთ სწორედ ამ ახალი თაობის ტექნოლოგიებზე, რომელთაც მებაღეობა ახალ საფეხურზე აჰყავთ.
დღეს ბაზარზე მწვანე საფარის მოსავლელად ბევრნაირი ხელსაწყო და ტექნოლოგია არსებობს. რა უპირატესობებით შეიძლება მიიქციოს მომხმარებლის ყურადღება გარდენას ბრენდმა?
რთულია გაუწიო კონკურენცია გერმანულ ბრენდ გარდენას, რომელიც ნამდვილი ლიდერია ეზოს, ბაღის თუ სოფლისმეურნეობის მსხვილი ხელსაწყოების მწარმოებლებს შორის. გარდენას პროდუქცია მუდმივად განვითარებადი, თანამდეროვე ტექნოლოგიებით გამოირჩევა, შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები აქვს და პროდუქციის ყველაზე დიდ ასორტიმენტსაც სთავაზობს მომხმარებელს.
გარდენას ბრენდი ეკოლოგიაზე ზრუნვის კუთხითაც გამოირჩევა. მის კატალოგში ვერ იპოვით ტექნიკას, რომელიც დიზელის საწვავზე მუშაობს. ბალახის სათიბები, ტრიმერები, ბლოუერები - ეს ყველაფერი ხარისხიანი, ელექტრო დამტენებზე მომუშავე ხელსაწყოებია. მათ შემთხვევაში თითოეული დეტალი ზუსტადაა გათვლილი, რათა ხელსაწყოები კომფორტულად და უსაფრთხოდ გამოვიყენოთ.
რა გარემოებებმა შეიძლება დაგვარწმუნოს იმაში, რომ გარდენა ქალაქის პირობებში გაშენებული ბაღების მოსავლელადაც ჭკვიანურ, ეფექტურ და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს?
ქალაქების ზრდის ტენდენცია, ზოგადად, უცვლელია და ყველა ადამიანს უნდა, დიდ ქალაქში თავისი პატარა ოაზისი მოაწყოს. გარდენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თავისი ციფრული და ავტომატიზებული ტექნოლოგიებით, ჩვენი აივნები და ეზოები მუდამ მწვანე და მოვლილი იყოს.
გარდენა აწარმოებს აივნების ვერტიკალურ ქოთნებს, მიკრო მოწრყვის სისტემებსა და ციფრულ პროგრამატორებს. ამ და დანარჩენი პროდუქციის საშუალებით ყველას გექნებათ შესაძლებლობა ქალაქშიც კი შექმნათ უნიკალური, მიკრო მწვანე სისტემა.
რაში გამოიხატება ის, რომ გარდენას პროდუქცია მაღალტექნოლოგიური ხარისხით გამოირჩევა?
გარდენას ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევა Sileno city-ის რობოტექნიკაა. ავტომატიზირებული სათიბი რობოტი იდეალურია მცირე ზომის მწვანე საფარის მოსავლელად. ამ პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ მიწის ზედაპირის 25 პროცენტიანი დახრის შემთხვევაშიც კი მწვანე საფარი იდეალური სიზუსტით ითიბება.
Sileno city-ის ტექნოლოგიური მიღწევაა ისიც, რომ რობოტი ნებისმიერი ამინდის პირობებში მუშაობს და თავის სამუშაოს წვიმაშიც კი უზადოდ ასრულებს. მოთიბვის პროცესის დასრულების შემდეგ რობოტი ავტომატურად დგება დამტენ ბლოკთან.
უკვე წლებია, გარდენა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებზე ჯილდოებს იღებს. 2020 წელს კომპანია Red Dot Design Award 2020-ის გამარჯვებული გახდა. ჯილდო მას შემდეგი პროდუქციისთვის მიენიჭა: Aquabloom; მცენარეებიის მოსარწყავი სისტემა დაფუძნებული მზის ელემენტზე, AquaZoom; ოსცილირებადი სარწყავი, PrecisionCut, EasyCut, EnergyCut 2 in 1; ღობის საკრეჭი მაკრატელი ორი ერთში. გარდენამ ამ პრიზებით კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მისი პროდუქცია ინოვაციური, ფუნქციურად გამართული, მაღალი ხარისხისა და ერგონომიულია. ამ ყველაფრის გამო კი, გარდენას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ეკოლოგიაზე მზრუნველი ბრენდი
გარდენას ბრენდს უდიდესი პოტენციალი აქვს სამომავლო განვითარებისთვისაც. ამიტომ ტრანსპორტერის გუნდი ამაყობს, რომ საქართველოს მოსახლეობას სწორედ ამ ბრენდის მოხმარების საშუალება მისცა. ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოზე ზრუნვა იყოს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, ხოლო კომფორტული და მაღალი ხარისხის ხელსაწყოებით ამ პასუხისმგებლობის შესრულება თან სასიამოვნოც ხდება.
ინტერვიუ ბრენდ მენეჯერ ანა ზედგინიძესთან