გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მეხსიერების გაცოცხლება | ვორქშოფების სერია რეგიონებში

ორი თვის განმავლობაში ინდიგომ ჩაატარა ექვსი ვორქშოპი ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, წეროვანში, მარნეულსა და ყვარელში.

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრა თუ როგორ დაიწყო და განვითარდა ქართულ-ოსური კონფლიქტი.

ვორქშოპისას მონაწილეები კონფლიქტის მიმდინარეობას პროცესებში ჩართული ყველა მხარის პერსპექტივიდან დააკვირდნენ და მათ მოტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ინდიგოს მიერ მოგროვებულ დოკუმენტები, ადამიანების ისტორიების ანალიზით კი კონფლიქტის რეალური შედეგები გაიაზრეს.

მსგავსი შეხვედრები იგეგმება ცხინვალშიც.

ვორქშოპები იმართება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
COBERM ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა