გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფოტოგრაფია

მიტოვებული ექო | ირაკლი ბერბერაშვილი

მატარებლების ყურება და მათი მოსმენა ბავშვობიდან დიდ სიამოვნებას მგვრიდა. ცოტა მისტიკურებიც კი არიან.

ცოტა ხნის წინ, შემთხვევით, სადგურის მოედნის ძველ რკინიგზის სადგურზე გაჩერებულ ვაგონებს მოვკარი თვალი. სინაცისფრე და სიჩუმე იყო. ცოტათი სასიამოვნო გრძნობამაც დამიარა შემაძრწუნებელთან ერთად.

მინდოდა ჩემს ფირზე აღმებეჭდა ამ ხმაურიანი კავშირგაბმულობის ძველი და დადუმებული ნაწილი

თუ როგორ იცავენ დაქსელილ ლიანდაგებზე დროში გაჩერებული ვაგონები სიჩუმეს, მგზავრების ძველ ფიქრებსა და გრძნობებს, რომლებითაც ათწლეულების განმავლობაში ივსებოდა ვაგონები. ისინიც ადამიანებივით არიან. ქმნიან კავშირებს, იცვლიან მიმართულებებს, იძენენ ახალ მისწრაფებებს, ინარჩუნებენ ან ხანდახან ტოვებენ ძველს.

სიმშვიდეა, მაგრამ მეტალების შერწყმით უსასრულო გრუხუნი მაინც ისმის. იცით, მგონი ცოტათი ადამიანებს მართლა ჰგვანან.


ავტორი: ირაკლი ბერბერაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა