მივალ, გემშვიდობები
18.11.2024ზესტაფონის არქივში იცავენ სამ საბჭოთა ალბომს, ეს ალბომები სავსეა გმირების პორტრეტებით ქალაქის ინდუსტრიული წარსულიდან. თაბუკაშვილის, ახლანდელი თამარ მეფის ქუჩის ერთი უღიმღამო ფოტო ვიპოვეთ მხოლოდ. მაშინ რას წარმოიდგენდნენ, რომ ეს ქუჩა ქალაქის ეკონომიკის მთავარი მაგისტრალი გახდებოდა.
არქივი არ ინახავს ამბავს ზესტაფონის უახლესი ისტორიიდან, როცა მუშათა ქალაქი ყავის ქალაქად იქცა. 2010 წელს თამარ მეფის ქუჩაზე პირველი ყავის ჯიხური გახსნეს. ზესტაფონის ლავაცების დაკეტილ ან ჯერ კიდევ ღია, მაგრამ ცარიელ კაფეებში მაინც აქვთ იმედი, რომ დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ახალ მაგისტრალზე, რომელიც ზესტაფონს ასცდა, ახალი სავაჭრო ტერიტორია გაჩნდება.
მაგრამ დაზუსტებით არავის უთქვამს, დაიტევს თუ არა ეს ადგილი ამ პატარა სახაჭაპურეებსა და ყავის ჯიხურებს. პრინციპში, ერთ მთლიან ქუჩას, რომელიც ზესტაფონის ეკონომიკის თვითორგანიზებულ ცენტრად იქცა.
ავტორები: თამარ მშვენიერაძე, მარიამ ჯაჭვაძე
კამერა: დათო ტიღაშვილი
მონტაჟი: გიორგი დეკანოიძე მონაწილეობდნენ: თამარ ჭუმბურიძე, ზოია ოყროშიძე, გიორგი კაკიაშვილი, ნატო მოდებაძე