გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მუსიკალური სპექტაკლი „Welcome To Georgia - The Musical”

2018 წლის თებერვალში მუსიკალური სპექტაკლის „Welcome To Georgia  The Musical” პრემიერა გაიმართება. ეს არის წარმოდგენა მიუზიკლის ფორმატში, რომელიც აერთიანებს ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს, ისტორიასა და კულტურას, ტრადიციებს, ნაციონალურ სამოსს და სამზარეულოს. წარმოდგენა სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში რეგულარულად ჩატარდება. უცხოელი ვიზიტორები სპექტაკლის საშუალებით გაეცნობიან ქართულ კულტურას, ისტორიას, ყოფასა და ადათ-წესებს. 

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული კომედიის ჟანრისაა და მისი ლეიტმოტივი ფრანგი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც კახეთში ვითარდება. 90 წუთის მანძილზე (შესვენების ჩათვლით) 18 მსახიობი შეასრულებს 10-ზე მეტ სასიმღერო და საცეკვაო ნომერს. სპექტაკლში დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა (ქართული დიალოგების შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს).

2018 წლის თებერვალში დაგეგმილია სამი დახურული პრემიერა, ხოლო მარტიდან ივნისის ჩათვლით სპექტაკლი კვირაში ერთხელ/ორჯერ გაიმართება. მომდევნო სეზონი 2018 წლის სექტემბერში გაიხსნება.

 

შემოქმედებითი ჯგუფი:

დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფი – არჩილ სოლოღაშვილი; კომპოზიტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – რუსუდან მორჩილაძე; სიმღერების ტექსტის ავტორი – ირინა სანიკიძე; კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე; რეჟისორის ასისტენტი – გურანდა იაშვილი; სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი;

პიესის ავტორები – ირაკლი კაკაბაძე, რატი წეროძე, ნათია ამირიძე, გურანდა იაშვილი;

პროექტის ავტორები და მენეჯერები - ნათია ამირიძე, მიხეილ მაისურაძე.

სპექტაკლში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის 18 მსახიობი თამაშობს: ლევან კახელი, ეკა დემეტრაძე, ნინო მითაიშვილი, ანა წერეთელი, მარინა ჯოხაძე, მაია წითლიძე, გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, გიგი ქარსელაძე, გიორგი ტორიაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი, ანა ჯავახიშვილი, ანა ზამბახიძე, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი მოძმანაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნინო გომართელი.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება tkt.ge-ზე. ბილეთის ფასი 60-დან 80 ლარამდე შეადგენს. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა