გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნატვრის ხე | მიხეილ ქურდაძის ფოტოამბავი

„ნატვრის ხე“ 2015 წელს დაიწყო, როცა ჩემთვის სრულიად უცხო ადგილას აღმოვჩდი.

თავიდან ჩავთვალე, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი საინტერესო და კეთილმოსურნე იყო. თანდათან შიშისა და მარტოობის შეგრძნებამ  მომიცვა.

ალბათ, ამან განაპირობა ისიც, რომ ეს ფოტოსერია არათანმიმდევრული ჩანს, მაგრამ სწორედ ეს არათანმიმდევრულობა ასახავს ემოციების არაერთგვაროვნებას, რომელთაც საზღვარგარეთ ცხოვრებისას განვიცდიდი. მინდოდა, ჰამბურგის ღრუბლიანი, მოქუფრული, ხშირად ცივი ამინდები ამესახა, რომელთაც ხანდახან ჩემი მეგობრების თანადგომა თუ თანაგანცდა ათბობდა და ანათებდა.

ამგვარად გაუფერულდა საზღვრები კონცეპტუალურ და დოკუმენტურ ხედვებს შორის.

„ნატვრის ხე“ თავისთავად სიმბოლოა იმედის - ვინც განიცდის სიცარიელეს სადღაც შორს ცხოვრებითა და მარტოობით.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა