ორიენტალ დესპოტიზმი
თუ დაფიქრდები, არაფერია უფრო აღმოსავლეთი, ვიდრე ჰენრიკ მხითარიანის გოლი დონეცკის შახტარის მაისურით; პატარძალი ქართულ ქორწილში, რომელიც ჰაერში აცლის იარაღის მჭიდს; ანდაც სოფო ბედია - ორიგინალი კიმ კარდაშიანი. ეს პროექტი ბევრი წლის წინათ გავაკეთე უნივერსიტეტისთვის, სადაც ციფრულ კულტურას ვსწავლობდი და ვიკვლევდი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელ თვითნაკეთ ესთეტიკას ინტერნეტში. ფოტოებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვაგროვებდი ნიუსებიდან, ფეისბუკიდან, თამბლერიდან და ყველა ციფრული კომუნიდან, სადაც პოსტავდა აღმოსავლეთის ხალხი. ყველა ფოტო მოპარულია, რა თქმა უნდა.