
ჟურნალი ინდიგო გადაცემასთან „რა დროს ძილია?!“ პარტნიორობას იწყებს.
ჟურნალი ინდიგო გადაცემასთან „რა დროს ძილია?!“ პარტნიორობას იწყებს.
მოხარული ვარ ერთობლივი ინიციატივის: ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას ერთი მთავარი ხაზი აერთიანებს, ეს არის საზოგადოებისთვის შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება.
დღევანდელი საქართველოს ველური კაპიტალიზმის რეალობაში, განათლება ჯანსაღი მომავლის რთული, მაგრამ ერთადერთი გზაა. შევეცდებით ურთიერთთანადგომით, ერთობლივი მედიაძალისხმევით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაში.
დღევანდელი გამოშვება არის ერთგვარი ნაშრომი, კვლევა-ძიება სიმართლის კვალდაკვალ, თუ რა მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ „ქართლის ცხოვრებაში“, რამ გამოიწვია მწვავე კრიზისები, რომლის შედეგადაც ათიათასობით ადამიანის ცხოვრება ამოტრიალდა.
ამგვარი ანალიზი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერების აღდგენისათვის, რადგან საქართველოს უახლესი ისტორია მედიაგიგანტების ომობანაში შეთხზული „ტელეწყაროებით“ არ უნდა იწერებოდეს. წარმოუდგენელია, მომავალი შექმნა წარსულის გარეშე და აწმყოს გამოტოვებით!
1 ნოემბრიდან, ყოველ კვირას 16:00-ზე, ახლა უკვე „იმედის“ ეთერიდან, გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ ფართო აუდიტორიას გავაცნობ „ინდიგოს“ ყოველი ნომრის მასალას.
საინტერესო კითხვას გისურვებთ,
ოლგა ბაბლუანი
გადაცემის „რა დროს ძილია?!“ ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი