გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ბათუმის ფოტო დრონით გადაღებული
თეგები: #მშენებლობა

„რედკო“ და შვიდი წელი

ტექსტი: ლაილა მერლანი

კურორტი ახალი გუდაური - აპარტოტელები, სასტუმრო Radisson Blu Gudauri , 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Meridian Batumi, The Valley - აპარტოტელი ბაკურიანში, სახლი მზიურის პარკთან თბილისში - ეს კომპანია "რედკოს" შვიდწლიანი პორტფოლიოა.

როგორ მოვიდა კომპანია დღემდე, თითოეული პროექტისა და სამომავლო გეგმის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაწია აბსანძე გვიყვება.

როგორ გაჩნდა „რედკო“ საქართველოში?

„რედკო“ გუდაურის განვითარების იდეით მირიან ქათამაძემ დააფუძნა, რომელიც მანამდეც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა, ძირითადად საზღვარგარეთ. საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციამ უბიძგა მას, საკუთარი და უცხოელი პარტნიორების ინვესტიცია კურორტებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიემართა. კომპანიის საქმიანობა დღემდე ძირითადად საკურორტო ზონებზეა ორიენტირებული. დღეს „რედკო“ 7 წლისაა და ვამაყობთ, რომ ჩვენი პორტფოლიო ამ მოკლე დროში საკმაოდ შთამბეჭდავი გახდა.

„რედკო“ პირველ რიგში ახალ გუდაურთან ასოცირდება. რა ეტაპზეა ეს მასშტაბური პროექტი და კიდევ რას უნდა ველოდოთ გუდაურში?

Ecosign-ის მიერ შემუშავებული გუდაურის განვითარების 5-წლიანი გენერალური გეგმის თანახმად, ჩვენმა კომპანიამ კურორტზე სულ 26 შენობა უნდა ააშენოს და ამ მასშტაბურ პროექტში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული. ახალ გუდაურში აპარტოტელები, 3-4-5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, შალეები, კომერციული, გასართობი, რეკრეაციული სივრცეები და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. აქედან დღეს უკვე დასრულებულია 8 პროექტი. 2020 წლისთვის დასრულდება Radisson Blu Gudauri-ც. ვთანამშრომლობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან. ვქმნით გარემოს, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელსა თუ სტუმარს მოერგება და დააკმაყოფილებს. სასტუმროს ტიპის სახლები მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ვამაყობთ, რომ ამ სფეროს ლიდერები ვართ.

რას იღებს ადამიანი „რედკოში“ შეძენილი უძრავი ქონებით?

„რედკოში“ შეიძლება სრულად გაწყობილი ბინის შეძენაც და ინტერიერის ინდივიდუალური დიზაინით შექმნაც. ფართობის შერჩევა 30 კვ.მ-დან ზევითაა შესაძლებელი. კომპლექსი ერთი ბრენდით New Gudauri Resort Residences & Spa-თია ცნობილი და მას „რედკოს“ შექმნილი კომპანია „რედკო მენეჯმენტ გრუპი“ მართავს. 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის სერვისი, სკი დეპო, მიწისქვეშა ავტოსადგომი, რესტორნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, დახურული აუზი, სპა- და ფიტნესკლუბი, აფთიაქი, ექსკლუზიური სათხულამურო სამოსის მაღაზია BESPLENDID-ი, სადაც დამსვენებელს დახვდება Bogaer, სათხილამურო ეკიპირების გაქირავების სერვისი – ეს ყველაფერი ერთ კომპლექსშია თავმოყრილი. მსგავსი მასშტაბის კომპლექსი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთის კურორტებზე პირველია.

რა უპირატესობები აქვს „რედკოს“ აპარტოტელებში ბინის შეძენას და როგორ ეხმარება კომპანია მესაკუთრეებს ჩადებული ინვესტიციის დაბრუნებაში?

ჩვენი სისტემა ძალიან მოქნილია მომხმარებელთა უმრავლესობისთვის, რომლებიც კურორტებზე მუდმივად არ ცხოვრობენ. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, „რედკო“ მფლობელებს სთავაზობს: მომხმარებელთა მოძიებას, ჯავშნების ადმინისტრირებას, სტუმრების დახვედრასა და მომსახურებას, აპარტამენტების დასუფთავებას, ინვენტარის მოვლასა და დაზიანების შემთხვევაში – განახლებასაც. აპარტამენტების მფლობელებს პრაქტიკულად არაფერზე უწევთ ზრუნვა და მიღებული შემოსავლით სულ რამდენიმე წელიწადში შეუძლიათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება.

ალბათ, ვისაც ბათუმის ბულვარში გაუვლია, ყველა განსაკუთრებით ელის, საბოლოოდ როგორი იქნება კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა – ბათუმი თაუერი. ამ ობიექტის სამშენებლო ღობეზეც „რედკოს“ ამოიკითხავ. როდის შეიძლება მოვხვდეთ ამ შენობაში და რა დაგვხვდება იქ?

გამორჩეულია როგორც შენობის კონცეფცია, ისე დიზაინი. „ბათუმი თაუერის“ პროექტი მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს Le Méridien Batumi, სამორინეს, სპა- და ფიტნესცენტრს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორნებს. კომპლექსის მაღალ კოშკში კი ექსკლუზიური, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი რეზიდენციები Tower Residences განთავსდება.

კომპლექსი რამდენიმე მხარის ჩართულობით შენდება. შენობა ეკუთვნის დეველოპერულ კომპანია Redco-ს. პროექტის თავდაპირველი კონცეფცია და მისი შემდგომი რეკონსტრუქცია შეიმუშავა არქიტექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა ქართულ საპროექტო ორგანიზაცია „ჰაუზარტში“. პროექტირების შემდგომ სტადიაზე უცხოელ კონსულტანტებსა და Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესში, რომელიც ერთი წელი გრძელდებოდა, ჩაერთო მეორე ქართული კომპანია „ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორები“. კომპანიის წარმომადგენლები პროექტირების მთელი პერიოდი მუშაობდნენ უცხოელ საკონსულტაციო ჯგუფებთან, რის შედეგადაც იხვეწებოდა პროექტის როგორც ვიზუალური ნაწილი, ასევე მისი ტექნიკური მხარეები. ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის, უკვე საერთაშორისოდ აღიარებულ, ქართულ დიზაინ ჯგუფს ‒ Rooms.

დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი 3-4-სართულიანი ძველი ევროპული სტილის სახლებისა და ქუჩების ბადისებრი განლაგებით არის დაგეგმარებული. თუმცა ამ სტილმა ბოლო წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. ძველი სტილის დაბალი ინტენსივობის მქონე სახლები ჩაანაცვლა თანამედროვე ტიპის მაღლივმა შენობებმა. 2015 წელს კომპანია Redco-მ შეისყიდა აღნიშნული შენობა მასში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და მაღალი დონის რეზიდენციების განთავსების მიზნით. ამ ორი ძირითადი ფუნქციის გარდა, სასტუმრო კომპლექსში დაგეგმილია რესტორნის, ბარის, გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია და დახურული აუზების, სამორინეს განთავსება.

შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებული იყო, როცა ის Redco-მ შეიძინა და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien-ის გახსნა გადაწყვიტა. არსებული 120-მეტრიანი და 35-სართულიანი შენობა არქიტექტურულად გადაწყვეტილი იყო თანამედროვე ჰაიტეკის სტილში. საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მფლობელი კომპანიის Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპლექსში სივრცეების დამატება გადაწყდა და, შესაბამისად, არსებულ კოშკს, რომელშიც რეზიდენციები განთავსდება, დაემატა უფრო დაბალი, სასტუმროს კოშკი.

რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული შენობის ახალი არქიტექტურული მოცულობები მაქსიმალურად არის შერწყმული არსებულ შენობასთან. ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულ იქნა იგივე მინა.

„ბათუმი თაუერს რეზიდენციებს“ კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ის, რომ მათ ინტერიერსა და ავეჯის დიზაინზე ქართულმა კომპანიამ Rooms-მა იმუშავა. დიზაინერების თქმით, მათი მთავარი პრინციპი თანამედროვე სტილის კომფორტული ბინების შექმნა იყო. Rooms-მა შედარებით ნეიტრალური ინტერიერი შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ რეზიდენციები გაიყიდება რემონტით და, მომავალი მობინადრის სურვილის შემთხვევაში, ავეჯითაც. ჩვენ ვამაყობთ Rooms-თან თანამშრომლობით და ძალიან გვიხარია ქართული კომპანიის ასეთი წარმატება. დღესდღეობით, ROOMS-ი უკვე საერთაშორისო დიზაინის სამყაროს წევრი და მოთხოვნადი ბრენდია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა