გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

როგორ გეხმარება SOLO შენს ინტერესებზე მორგებული შეთავაზებების მიღებაში


თანამედროვე სამყაროში რთულად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს. ზღვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ერთი მხრივ, შესაძლებლობას იძლევა გაიმრავალფეროვნო ცხოვრება და მიაგნო შენთვის აღმაფრთოვანებელ სფეროებს, მეორე მხრივ კი დიდი დრო სჭირდება  ინფორმაციის გაფილტვრას და  სასურველის ამორჩევას. გამოცდილი მოგზაური, ფოტოგრაფი და უბრალოდ დაკვირვებული ადამიანი, მისთვის სასიკეთო სიახლეებს მაინც ხელს ჩაავლებს. სწორედ საინტერესო და შენზე მორგებული სიახლეების შერჩევის შესაძლებლობას იძლევა SOLO Lifestyle Chooser, რომელიც პირდაპირ მობილ ბანკშია ხელმისაწვდომი.

SOLO Lifestyle Chooser მოსახერხებელი აღმოჩნდა სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებისათვის, მათ შორის ფოტოგრაფ გურამ კაპანაძესთვის.

გურამ კაპანაძე
გურამ კაპანაძე


მის ბიოგრაფიაში უკვე "დაგროვდა"  მოდის და ე.წ . street-style-ის არაერთი ფოტო, თუმცა ბოლო დროს ის აეროფოტოგრაფიამ გაიტაცა. „ამან მიბიძგა საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში, ჩემთვის კარგად ნაცნობ ან უცნობ ადგილებში მოგზაურობისკენ, შესაბამისად ამ სფეროს სიახლეებითა და შემოთავაზებებით დავინტერესდი", - ამბობს გურამ კაპანაძე.

სიახლეების მოძიებაში მას  SOLO-ს ახალი ფუნქციონალი Lifestyle Chooser დაეხმარა. მისი შექმნის იდეა მომხმარებლის საჭიროებებზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა.

‘ვიფიქრეთ, რომ თუ არასაბანკო შეთავაზებებს ერთ სივრცეში მოვაქცევდით, მომხმარებლებს გავუმარტივებდით მათთვის სასურველი შეთავაზების პოვნას. ფუნქციონალის მიზანი გამარტივებულ გამოცდილებასთან ერთად პერსონალური გამოცდილების დანერგვაც გახდა“,- აცხადებს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

Lifestyle Offers-ის გვერდს უკან უდგას ალგორითმები, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელს ასობით სხვადასხვა შეთავაზებაში პრიორიტეტულად მისთვის საინტერესო და ღირებული შეთავაზება აჩვენოს. ალგორითმები მომხმარებლის ინტერესებისა და ფინანსური ქცევის ანალიზზე დაყრდნობით მუშაობს.  პერსონიფიცირებული და პირადი ცხოვრების სტილზე მორგებული შეთავაზებების მისაღებად, მობილბანკში მოკლე კითხვარის შევსებაა საჭირო.

Lifestyle Chooser-ის საშუალებით შესაძლებელია 8 კატეგორიასა და ქვეკატეგორიებში საინტერესო სფეროს მონიშვნა. სწორედ ეს ინფორმაცია ეხმარება ფუნქციონალის შექმნაზე ჩართულ ადამიანებს, შეთავაზება კლიენტის ინტერესებს მოარგოს.

„SOLO-ახალი ფუნქციონალი ჩემი ინტერესების სფეროებიდან ჩემზე მორგებულ ფასდაკლებებსა და სხვა რელევანტურ სიახლეებს მთავაზობს, რაც თანხების და ყველაზე მნიშვნელოვანი, დროის დაზოგვის საშუალებას მაძლევს“, - აღნიშნავს ფოტოგრაფი გურამ კაპანაძე.

საერთაშორისო The Distinguished Gentleman's Ride - საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ამირანაშვილი კიდევ ერთი მომხმარებელია, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი ინტერესების შესაბამისად შეთავაზებების მისაღებად SOLO-ს ახალი ფუნქციონალის გამოყენება დაიწყო.

გიორგი ამირანაშვილი
გიორგი ამირანაშვილი


"Lifestyle Chooser ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა. პირადი ასისტენტის დახმარებით ვზოგავდროს, რაც ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია ჩვენს სამყაროში. ის ჩემი შემცვლელიაყველგან, რადგან ზუსტად იცის, თუ რა უნდა შემომთავაზოს. განსაკუთრებით მიადვილდება, როცაეს ეხება მოგზაურობას, მხოლოდ საჭიროა ვუთხრა მიმართულება და მომდის შეთავაზება ჩემთვისშერჩეული და მორგებული პაკეტი ყველა ინტერესის გათვალისწინებით“, -  აღნიშნავს გიორგი ამირანაშვილი, რომელიც  საქველმოქმედო რბოლას წელსაც აორგანიზებს და მალე თბილისშივინტაჟურად  ჩაცმული 150 მამაკაცი და ქალი მოტოციკლით ჩაგვიქროლებს. მსვლელობის მიზანი მამაკაცების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მიმართ ცნობიერების ამაღლებაა. 

მობილბანკში Lifestyle შეთავაზებების გვერდზე მომხმარებელს ერთ სივრცეში ხვდება ყველაფერი: მის მიერ მონიშნული ინტერესის მიხედვით დაგენერირებული ექსკლუზიური შეთავაზებები, დამატებითი PLUS ქულები, ინფორმაცია ქეშბექისა თუ MR ქულების შესახებ. 

შეთავაზებები ფარავენ სხვადასხვა კატეგორიას, როგორებიცაა: დასვენება & მოგზაურობა, განათლება, გასტრონომია, სპორტი & ჯანმრთელობა, სახლი და ოჯახი, შოპინგი & მოდა, გართობა & კულტურა, ავტომობილები. ამ კატეგორიებზე კი შევხვდებით  მრავალფეროვან შეთავაზებებს

ახალი ფუნქციონალი Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილურ აპლიკაციაში: https://mbank.bog.ge/8dSN

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა