საბჭოთა პოლიტიკური ანეკდოტი #1
#1
სტალინმა მოინახულა მომაკვდავი ლენინი გორკაში.
ლენინი: - მე, ჩემო კარგო, ისე ცუდად ვგრძნობ თავს, მალე წავიღებ წერილს!..
სტალინი: - მაშინ გადმომეცი ძალაუფლება!
ლენინი: - ვშიშობ, რომ ხალხი შენ არ გამოგყვება!
სტალინი: - ნაწილი გამომყვება, ხოლო ვინც მე არ გამომყვება, შენ გამოგყვება!
#2
სტალინი ურეკავს ბერიას:
- ლავრენტი, ჩიბუხი დამეკარგა! დივერსიას აქვს ადგილი, მიიღე ზომები!
- ყველაფერს ვიღონებ, ამხანაგო სტალინ!
გადის ერთი კვირა.
- ამხანაგო სტალინ, მოგახსენებთ: თქვენი ჩიბუხის დაკარგვასთან დაკავშირებით ჩატარდა გამოძიება! ადგილი აქვს შეთქმულებას! დაპატიმრებულია 400 კაცი! 389 კაცმა უკვე აღიარა თავისი დივერსიული საქმიანობა და იმათ დავხვრეტთ!
- ნუ ჩქარობ, ლავრენტი, მე უკვე ვიპოვე ჩემი ჩიბუხი.
#3
ლენინთან მისი პირადი მდივანი შევიდა:
- ვლადიმერ ილიჩ, თქვენს სახელზე ამანათი მოვიდა წითელი ჯვრიდან!
- ბავშვებს, ყველაფერი ბავშვებს!
- ვლადიმერ ილიჩ, ამანათში პრეზერვატივებია!..
- პრეზერვატივები?! მაშინ გახვრიტეთ და მენშევიკებს დაურიგეთ!
#4
- იცი, ვინ არის ანეკდოტების ყველაზე დიდი მოყვარული? ბერია!
- კარგი ერთი!
- ის აგროვებს კიდეც ანეკდოტებს!
- დაუჯერებელია!
- ნამდვილად ასეა. ოღონდ აგროვებს იმათთან ერთად, ვინც ანეკდოტებს ყვება!
#5
- რატომ იცის საბჭოთა კავშირში ასე ხშირი გვალვები?
- იმიტომ, რომ ორასივე მილიონ კაცს პირი წყლით აქვს სავსე!..
#6
პუშკინის გარდაცვალების ასი წლისთავისთვის მზადებისას გამოცხადდა კონკურსი მისი საუკეთესო ძეგლის შესაქმნელად.
პირველი პრემია მიეკუთვნა პროექტს - „პუშკინი კითხულობს სტალინის თხზულებას“.
#7
ნიკიტა ხრუშჩოვი პიროვნების კულტთან დაკავშირებით მოხსენებას რომ კითხულობდა, ვიღაცამ დარბაზიდან დაიყვირა:
- კი მაგრამ, რატომ არ მოვკალით სტალინი, ეს ჯალათი?!
ხრუშჩოვი: - ვინ იკითხა ეს?!
დარბაზში სიჩუმეა.
ხრუშჩოვი: - ვინ იკითხა?!
დარბაზში კვლავ სიჩუმეა.
ხრუშჩოვი: - აი, ამიტომ!
#8
სხედან რეიგანი, ჟისკარ დ’ ესტენი და ბრეჟნევი.
გადაჰკრეს ას-ასი გრამი კონიაკი.
რეიგანი ამბობს:
- გავაბოლოთ!
იღებს ვერცხლის პორტსიგარს, რომელზედაც ამოტვიფრულია სიტყვები: „ძვირფას რონის პარტიელი თანამოაზრეებისაგან“.
გადაჰკრეს კიდევ.
ჟისკარ დ’ ესტენმა ამოიღო ოქროს პორტსიგერი. ხუფზე წარწერაა: „საყვარელ ვალერის ჟანეტისაგან“.
კიდევ ხუხეს თითო.
ბრეჟნევმა ამოიღო ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს პორტსიგარი. ხუფრზე წარწერაა:
„ა.ს. პუშკინს თავადი ვიაზემსკისაგან“.
#9
მიდის ბრეჟნევი მანქანით. ხედავს ძეგლი დგას. მანქანა გააჩერებინა და იკითხა:
- ვისი ძეგლია ეს?
- ჩეხოვის.
- აჰა, ეს ის არის, „მუმუ“ რომ დაწერა?
- არა, „მუმუ“ ტურგენევმა დაწერა!
ჯდება ბრეჟნევი მანქანაში და თავისთვის ბურტყუნებს:
- უცნაურია! „მუმუ“ ტურგენევმა დაწერა, ძეგლს კი ჩეხოვს უდგამენ!
#10
მივიდნენ ღმერთთან ბუში, ტეტჩერი და გორბაჩოვი.
ბუში ეკითხება: - უფალო ღმერთო, როდის იქნება, რომ ჩემს ქვეყანაში ბოლო მოეღება დანაშაულს?
ღმერთი დაფიქრდა და უპასუხა: - 50 წლის შემდეგ!
ბუშს, რომელმაც გამოიანგარიშა, რომ ამ დრომდე ვერ იცოცხლებს, ხასიათი გაუფუჭდა, იქაურობას გაშორდა და ტირილი მორთო...
ახლა ტეტჩერი მიმართავს ღმერთს: - უფალო ღმერთო, როდის აღსრულდება ჩემს ქვეყანაში ბოლო სიქველე?
ღმერთი დაფიქრდა და უპასუხა: - 100 წლის შემდეგ!
ტეტჩერმა იფიქრა, ამ დროს ვერ მოვესწრებიო, გვერდით გადგა და ატირდა...
მივიდა გორბაჩოვი: - უფალო ღმერთო, ბოლოს და ბოლოს, როდის დაუდგება ჩემს ხალხს ადამიანური ცხოვრება?
ღმერთმა იფიქრა, იფიქრა, მერე სევდა შემოაწვა, გვერდით გადგა და მწარედ აქვითინდა.
#11
ერთი პროფესორი ლექციის კითხვისას სულ მარქსის, ენგელსის და ლენინის ციტატებს იშველიებდა.
სტუდენტებმა ჰკითხეს:
- სულ რომ მეცნიერული კომუნიზმის კლასიკოსთა ციტატებს მიმართავთ, თქვენი საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ?
- გამაჩნია, მაგრამ არ ვეთანხმები!
#12
მიმდინარეობს სსრ კავშირის დეპუტატთა პირველი ყრილობა.
უცებ დარბაზში შემორბის კაცი ავტომატით ხელში.
- რომელია აქ ბორის ელცინი?
- დარბაზში მსხდომნი ერთსულოვნად უთითებენ ელცინის მხარეს.
კაცი ჩახმახზე აყენებს ავტომატს და ელცინს უყვირის:
- ბორია, შენ ცოტა წაიხარე!