ჩვენ დაკარგულნი საკუთარ თავებში | კიტა ცხომარია
რა არის პორტრეტი? ჩემთვის ეს ადამიანის გამოსახულებაა გარემოში. ვუყურებ სრულიად უცნობ ადამიანებს სივრცეში და ხანდახან ეს სივრცე თავად მეტყველებს მათზე. ამ დროს შეიძლება ზურგით იდგნენ, მაგრამ ეს გარემო იქცევა მათ სახედ, მათ თვალებად, სადაც კითხულობ თუ რას გრძნობენ. გარეთ ურბანული ლანდშაფტები, ზღვები, ტყეები და ჩვენ ამ უსასრულო ჰორიზონტში გახვეულები,
მაგრამ ადამიანები ვიკარგებით და კვლავ ვიკარგებით საკუთარ თავებში.
ავტორი: კიტა ცხომარია